“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება ევროკავშირთან მიმართებაში:
“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!
როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ, ცხადია, უკან რუსული დირიჟორი დგას.
გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას.
დღეს კი იმავე ხალხს ეძახით „ექსტრემისტებს“, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულებს“. ეს ზუსტად რუსული პროპაგანდის ლექსიკაა – „დასავლელი აგენტები“, „ფინანსდებიან გარედან“, „ქვეყნის მტრები“.
ეს ბრძოლა 200 დღეზე მეტია გრძელდება!
თქვენ კი იჭერთ და არბევთ ახალგაზრდებს; აბსურდული ბრალდებებით ატყვევებთ ლიდერებს; ბლოკავთ ევროკავშირის კარს; ჟურნალისტებზე ძალადობთ; იღებთ რეპრესიულ კანონებს.
და ამის შემდეგ თქვენ გვადანაშაულებთ ექსტრემიზმში?! თქვენ ლაპარაკობთ მშვიდობაზე?!
დაფიქრდით, მართლა რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა!” – პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს