უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების გახსენებით და ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“გარდაიცვალა ვანო ნადირაძე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას, საქართველოში და უკრაინაში.
როცა მე პოროშენკომ უკრაინიდან პოლონეთში გამაძევა, ვანოც გააძევეს უკრაინიდან საქართველოში, მაგრამ ცოტახნის შემდეგ ვანომ მოლდოვის გავლით კვლავ მოახერხა უკრაინაში დაბრუნება და ჩაება აქტიურ ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ.
ასეთი იყო ვანო, მუდმივად მოუსვენარი და შეუპოვარი. დიდი დანაკლისია, არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის დედას, რომელმაც გმირი შვილი გაზარდა და მისი ოჯახის ყველა წევრს.
ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!
დიდება გმირებს! 🇬🇪🇺🇦” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.