27 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.
ივნისის თვე, ისევე როგორც წინა თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.
აშშ დოლართან მიმართებაში მაისში დაწყებული მთელი ივნისის თვის განმავლობაში გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
24 ივნისი – 2.7260;
25 ივნისი – 2.7252;
26 ივნისი – 2.7248;
27 ივნისი – 2.7242.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7236 ლარი ეღირება.
ევროსთან მიმართებაში ივნისის დასაწყისში ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, რაც თვის შუა პერიოდიდან შეიცვალა და სახეზე იყო გაუფასურებაც, სერიოზული რყევების ფონზე, რაც ბოლო დღეებამდე გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
24 ივნისი – 3.1254;
25 ივნისი – 3.1599;
26 ივნისი – 3.1619;
27 ივნისი – 3.1925.
წინა ვაჭრობებზე გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0043 ლარით და 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1882 ლარი ეღირება.
აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე კი, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7376 ლარი (გამყარდა 0.0063 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0683 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6533 (გამყარდა 0.0015 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6025 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0717 ლარი (გაუფასურდა 0.0004 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4109 ლარი (გაუფასურდა 0.0074 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7975 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1860 ლარი (გაუფასურდა 0.0077 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.0487 ლარი (გაუფასურდა 0.0231 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8830 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით).
ივნისის თვე, რუსულ რუბლთან მიმართებაში, განსაკუთრებით თვის შუა პერიოდში, სერიოზული რყევებით გამოირჩევოდა, თუმცა ბოლო 2 კვირაში გამოიკვეთა სტაბილიზაციის ნიშნები. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
24 ივნისი – 3.4717;
25 ივნისი – 3.4691;
26 ივნისი – 3.4828;
27 ივნისი – 3.4779.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0170 ლარით და 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4609 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი