“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური პოზიცია-შეფასებებით მიმართა:
“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. მე ახლა გავდივარ იმ გზას, რომელიც ბევრმა ღირსეულმა ქართველმა გაიარა საქართველოს თავისუფლებისთვის.
მე მხოლოდ ერთი ქართველი ვარ იმ ათიათასებიდან, ვინც არ ნებდება.
ბორკილებით არ იკარგება თავისუფლება, თავისუფლებას ვკარგავთ მაშინ როცა ვჩუმდებით.
მარცხისთვის განწირული რეჟიმი ცდილობს გადარჩეს მაგრამ ეს ვერ უშველით.
მე ვრჩები ქართველ ხალხთან!
ვიბრძვით ღირსებით და ბოლომდე!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.