სამშაბათი, ივნისი 24, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს. ხალხის ხარჯზე, ბიძინას პირობებში კორუფციით მოპარული თანხების ამოღებაზეა საუბარი, ივანიშვილის სასარგებლოდ და ყველა, ვინც მის ზურგს უკან ფულს იპარავდა, არ დააბრუნებს, რომეო მიქაუტაძის ბედს გაიზიარებს და დაიჭერენ”, – ასე ეხმიანება მმართველი პარტიის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით:

ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს. შერჩევისას აუცილებელი მოთხოვნა – იყო მოქოცო, “მოქუჩურო” ტიპი, რომელსაც არ “გაუტყდება” სუსთან თანამშრომლობა. შესაბამისად, შეირჩა კონკრეტული ბანდფორმირებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიძინასთვის ფულის ამოღებაში. ხალხის ხარჯზე, ბიძინას პირობებში კორუფციით მოპარული თანხების ამოღებაზეა საუბარი, ივანიშვილის სასარგებლოდ.

რომეო მიქაუტაძეს მოსთხოვეს 250 მილიონი – უარის შემდეგ საჩვენებლად დააკავეს.

თორნიკე რიჟვაძეს მოსთხოვეს 300 მილიონი, რაზეც უარი განაცხადა – რამდენიმე დღეში ის და მისი კლანიც დახსნეს თანამდებობებიდან.
ამის შემდეგ, რიჟვაძემ ამ ფულის “გრაფიკით” გადახდა გადაწყვიტა, შესაბამისად ჯერჯერობით თავისუფალია.

გრიგოლ ლილუაშვილს მოსთხოვეს 100 მილიონი, რადგან ყოველთვიურად ისედაც მიჰქონდა წილი – ნაძარცვიდან. შესაბამისად, დიდი ნაწილი მიტანილი აქვს და ახლა სთხოვენ “ჯარიმას”, რადგან ბიძინას ზურგს უკან მაინც იპარავდა. შესაბამისად, 100 მილიონით “დაჯარიმდა” ამოღების ბიუროს მიერ. არ მიტანის შემთხვევაში – ემუქრება რომეოს ამბავი.

ასევე, ივანიშვილმა “ფულიანებს” დააწია ახალი კანონი და ახლა უკვე ყველას ფული გახდა მისი ფული. ვერ გაიგეთ რას ვამბობ?! აი რომ გაგაკულაკებენ, თქვენი რომ გგონიათ, კანონის სახელით რომ გაგძარცვავთ ბიძინა – შემდეგ გაგახსენდებით”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ჩანს აქედან/ჩემგან” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებები საპატიმროდან

საპატიმროდან მორიგ წერილს აგზავნის "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი...

ცესკო: “პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი მორიგი თავდასხმა საარჩევნო ადმინისტრაციაზე”

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებებს აკეთებს  2024...

“სამოქალაქო საზოგადოება პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას. მადლობა ამ პოზიიციისთვის” – ვიკა ბუკია

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უარს აცხადებენ ხელისუფლებას მიაწოდონ, ორგანიზაციაში დაცული, მათი...

“მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს” – ზურაბ...

მორიგი წერილი გამოგზავნა საპატიმროდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სადაც კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...