ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ემოციური შეფასებებით ეხმაურება:
“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ არის, რომელიც თუ არ გააპროტესტებდა, რაღაც ემპათიას მაინც გამოხატავდა ამდენი პოლიტპატიმრის მიმართ!!!
ვთქვათ და ყველაფერი სჯერათ, რასაც მათი მედია ამბობს პოლიტპატიმრების შესახებ, მაგრამ ამ წუთში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი, როგორ უნდა გაამართლონ!
როგორც ჩანს, ეს ხალხი, რა სახის დიპლომი არ ედოს და რამდენი ენაც არ იცოდეს და რა სტატუსიც არ ჰქონდეს, ქოცია ე.ი. რუსია და მონაა.
და ჩვენც მორალური პროტესტი მაინც გვქონდეს, ხომ შეიძლება არ მივესალმოთ, არ დავჯდეთ მათთან ერთად სუფრებსა და რესტორნებში და არც აუდიტორიაში…
ამიტომაც იყო საჭირო ერთობა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში , მაშინვე, როდესაც დააპატიმრეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკური მოტივით…
ფიქრი და ანალიზი ნათელს ხდის, რამდენად მძიმეა იმის შედეგი, რომ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ნაწილმა არ თუ ვერ გაიაზრა, თუნდაც ევროპარლამენტის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
თავისუფლება ზურაბ გირჩის ჯაფარიძეს!
თავისუფლება პიტპატიმრებს!” – წერს ბეჟან ჯავახია ფეისბუქის პირად გვერდზე.