ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“რეჟიმმა მშვენივრად იცის, რომ მისი ყველაზე დიდი მტერი ეკონომიკა და ფინანსებია. მალე ბიუჯეტის შევსების პრობლემაც დაუდგება და ეკონომიკური კოლაფსიც ახლოს არის.
რუსეთს თავი გასჭირვებია და საქართველოს ეკონომიკა ისედაც სულ ფეხებზე ჰკიდია. ეგეთი ჩვევა აქვს მაგას, ვასალების კეთილდღეობა არ აინტერესებს. ვასალებს მარტო სახეს ახევს.
ჩინურ–არაბული ფული მირაჟია. აქ მალე თავმოყვარე ჩიტიც კი აღარ შემოფრინდება, არათუ რამე ფული და ინვესტორი შემოვა, ისეთი გამოკეტილი და ამომხრჩვალი ჯოჯოხეთი იქნება.
იმაზე, რომ ქოცის ოპონენტს ფინანსების ნასახი არ ქონდეს, რეჟიმი დიდი ხანია ზრუნავს. შესაბამისად, აქეთ მხარეს გასაკულაკებელი ბევრი არავინ არის. სამაგიეროდ, რეჟიმმა მშვენივრად იცის ვინ აკეთა ყველაზე მეტი ფული მის წიაღში. რეჟიმს ფული სჭირდება, რომ თავი შეინარჩუნოს.
ივანიშვილი საკუთარ ფულს არ დახარჯავს, (დიდი ხანია აღარ ხარჯავს). ამიტომაც, იმათ მიადგებიან პირველ რიგში, ვისთანაც ყველაზე დიდი ფული ეგულებათ, ანუ თავისივე მომპარავებს. ასეთია დიქტატორული რეჟიმის ლოგიკა.
ასე რომ, მალე ბევრი დაჭერილი და გაკულაკებული რომეოები გვეყოლება. ამ საქმეში მხოლოდ წარმატება შეიძლება ვუსურვოთ ქოცებს და დავტკბეთ პროცესით“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.