კვირა, ივნისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა - დარტყმის...

“ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა – დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები” – რომან გოცირიძე

ძვირადღირებული ჩანთების თემის ერთგვარ “პოლიტეკონომიურ” გარჩევას ახდენს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

ქოცმა მინისტრმა-ქალბატონმა ორი ჩანთა შეიტანა ქონებრივ დეკლარაციაში. ერთი 8100 ევრო ღირს ( ანუ მანქანის ფასი), მეორე კი 5995 ევრო.

რა რჯიდა, რომ დაადეკლარირა და სალაპარაკო თემა მისცა საზოგადოებას. ასეთ რამეებს ხომ არავინ აკეთებს? კანონმორჩილი, პატიოსანი მოხელეა? სულაც არა, საქმე სხვა რამეშია.

ჩანთა ისეთი რამაა, ყველა შეამჩნევს, ჟურნალისტებიც. ადვილია მის ბრენდის და ღირებულების დადგენა. ხომ შეიძლება ეთქვა, რომ ჩანთა არაორიგინალურია და 50 დოლარად აქვს ნაყიდი სტამბოლის ან პარიზის ქუჩებში? მაგრამ ამას თუ იტყოდა, თავის ქოცურ წრეში სახელი გაუტყდებოდა ფეიკ-ჩანთის ტარების გამო.

ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა – დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები. მათი ჩანთები ან ყალბებია, ბრენდის ასლებია, ან კანონს არღვევენ, რადგან არ დაუდეკლარირებიათ. ეს უკვე ათასლარიანი ჯარიმით ისჯება.

წილოსანი ჭკვიანი ქალია, ასე ამბობს თურმე პარლამენტში, ფეიკ ლუის ვიტონია ჩემი ჩანთა, ანტალიის ბაზრობაზე ვიყიდე 40 დოლარადო. ჯარიმის გადახდას და აჟიოტაჟის ატეხვას ისევ ეს ვერსია სჯობია😀“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ჩანს აქედან/ჩემგან” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებები საპატიმროდან

საპატიმროდან მორიგ წერილს აგზავნის "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“არც მაშინ იყო მაღალი ლეგიტიმაციით და არც ახლაა!” – ელისო კილაძე კახა კალაძეზე

კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით თავის პოზიციას აფიქსირებს "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...