spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეპიდაფეთქების შემთხვევაში ხელისუფლება ხელს ეკლესიისაკენ გაიშვერს და მრევლის...

ეპიდაფეთქების შემთხვევაში ხელისუფლება ხელს ეკლესიისაკენ გაიშვერს და მრევლის დაუდევრობას დააბრალებს ყველაფერს – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას დაარღვიოს დუმილი და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გამოაცხადოს კონკრეტული მოქმედების გეგმა. ოპოზიციონერი ლიდერი მთავრობისგან მოითხოვს, ამ რთულ ვითარებაში, იფიქრონ ხალხის ჯანმრთელობაზე და არა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე:

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით: წინ დიდი ხუთშაბათია, წითელი პარასკევი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. პირველი – ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები „ქართულმა ოცნებამ“ გაასაღოს ქრისტიანული სარწმუნოების მორწმუნე მრევლის წინააღმდეგ ბრძოლად და მეორე – თუ ეს ყველაფერი გამოიწვევს ეპიდაფეთქებას ხელი გაიშვიროს ეკლესიისაკენ და მრევლის დაუდევრობას დააბრალონ ყველაფერი.

მეგობრებო, ეს დანაშაულია! ეს დანაშაულებრივი ქმედება არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან, დანაშაულია პოლიტდივიდენდების მიღებაზე ფიქრი, ისევე როგორც დანაშაულია ფინანსური დივიდენდების მიღებაზე ფიქრი. ამ დროს კი გაჩუმება და დუმილი დანაშაულია. ეს არის მართლაც წარმოუდგენელი პოლიტიკური სიბინძურე, რასთანაც გვაქვს საქმე!

ჩვენ, მიჩვეული ვართ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ისინი ატეხენ ამბავს ეკლესიასთან დაკავშირებით, ძირითადი მოქმედი პირები არიან, მერე განზე გაიწევიან, შემდეგ უკვე დაიწყება საზოგადოებაში დისკუსია, ამ საკითხებთან დაკავშირებით და ისევ უნდათ, რომ ხელი მოითბონ.

ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში. საქართველო არის ეპიდაფეთქების ზღვარზე და მივმართავ ხელისუფლებას – დაასრულეთ ეს პოლიტიკური სიბინძურე, რომელსაც ახლა თქვენ ეწევით, დაუყოვნებლივ გამოდით და გვითხარით რა არის მოქმედების წესი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. დღევანდელი ციფრებიც მიუთითებს, ახალი შემთხვევების ზრდაა, რომ ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში და ამ დროს დანაშაულია თქვენი დუმილი, ეს არის პოლიტიკური სიბინძურე. თქვენ ახლა ფიქრობთ პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე და არა ხალხის ჯანმრთელობაზე,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...