სამშაბათი, ივლისი 8, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო: "პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი მორიგი თავდასხმა საარჩევნო...

ცესკო: “პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი მორიგი თავდასხმა საარჩევნო ადმინისტრაციაზე”

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებებს აკეთებს  2024 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციას ახდენენ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.

2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 8 თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გააქტიურდა კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის საკითხი თუ ვინ მიიღებს, ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები, ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები, ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სტანდარტების სრული დაცვით. ეს არის ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და არავის მივცემთ უფლებას, დააზიანოს ეს პროცესი პოლიტიკური სპეკულაციებით.

ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, აქვთ უფლება იბრძოლონ პოლიტიკური მიზნებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, თუმცა, მტკიცებით ფორმაში განცხადებები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, „რასაც უნდა დაიწერენ“ და ა.შ. სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს.

ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯიუტად ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს ის ფაქტი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სხვებთან ერთად მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც უწევდნენ ადმინისტრირებას და შედეგებთან მიმართებაში შემაჯამებელ ოქმს განსხვავებული აზრი ათასობით წევრიდან მხოლოდ ცხრამ დაურთო, რაც უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ თავად ამ პარტიების დანიშნულ კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს არავითარი კითხვის ნიშანი შედეგებთან მიმართებაში არ ჰქონიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებულ პოზიციასთან, არამედ სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებთან, რომელთა მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე და პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვა, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება და დისკრედიტაცია, შედეგებთან მიმართებაში უნდობლობისა და კითხვის ნიშნების გაჩენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს რათა დააზღვიოს ყველა ის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი მიზანმიმართულად იყენებს სპეკულაციებისთვის და უზრუნველყოს საზოგადოების ზუსტი, ფაქტებზე დამყარებული და დროული ინფორმირება, რათა არ დავტოვოთ არცერთი კითხვა უპასუხოდ, რადგან დეზინფორმაცია და მანიპულაცია აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს.

სულ ახლახან, საარჩევნო ადმინისტრაციამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რომ დეზინფორმაცია, სიცრუის სისტემური ტირაჟირება და ცილისმწამებლური კამპანიები ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის არჩევნებისთვის. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემა – ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მტკიცე, პრინციპულ და სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციებს, მათ შორის ჩვენ, გვმართებს განსაკუთრებული მონდომება და ძალისხმევა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე, დავიცვათ საარჩევნო გარემოს რეპუტაცია და არ დავუშვათ მისი დაბინძურება პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ინფორმაციით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებებისგან. ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს.

ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას პროფესიონალიზმით, სიფრთხილითა და შეურიგებელი ერთგულებით იმ ღირებულებებისადმი, რაც თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უდევს საფუძვლად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...