ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაშეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა - ComCom-ის "მედიასკოლის...

შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა – ComCom-ის “მედიასკოლის სტუდიაში” რეგისტრაცია სრულდება – კომუნიკაციების კომისია

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ განაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური და პრაქტიკული 4 თვიანი კურსი, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერი ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ აღნიშნული პროფესია სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტების და გადაცემების მომზადებას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟს, ასევე სოციალურ მედია მარკეტინგს და შექმნიან მრავალფეროვან მედიაპორტფელს.

მსურველები „მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოხვედრას შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ შეძლებენ. პირველი ეტაპისთვის, დაინტერესებულმა პირებმა 13 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი და გაიარონ რეგისტრაცია. მეორე ეტაპზე, 16-17 ივლისს, გაიმართება წერითი ტესტირება, ხოლო ბოლო ეტაპისთვის, კონკურსანტები გაივლიან ზეპირ გასაუბრებასა და სატესტო ვიდეოჩაწერას, რაც 21-22 ივლისს ჩატარდება. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეები 4 თვის განმავლობაში, პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფისგან პრაქტიკულ ცოდნას, ხოლო კურსის დასასრულს – შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ რამდენიმე კურსდამთავრებულმა, მედიასკოლის მიერ გაწეული რეკომენდაციისა და მიღებული გამოცდილების დახმარებით, სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში დასაქმება უკვე შეძლო.

სასწავლო და სამუშაო შეხვედრები 8 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე, 09:00-18:00 საათებში, მედიააკადემიის სივრცეში გაიმართება. კურსის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ აღჭურვილობა, რაც რეალურ ნიუსრუმში მუშაობისთვის არის საჭირო.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს –  რეგისტრაცია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, გამოგზავნეთ შეტყობინება კომუნიკაციების კომისიის ან მედიააკადემიის ფეისბუქ გვერდებზე.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...