“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“მიმდინარეობს გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო. ეს არის ფარსი.
ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან.
ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რეპრესიული ინსტრუმენტი, რომლითაც რეჟიმი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ყველა პოლიტიკური ლიდერი.
გიორგი ვაშაძე გუშინ სწორედ ამ პროცესისთვის დაბრუნდა საქართველოში.
ყველაფრისთვის მზად არის – მშვიდად, მტკიცედ, ღირსებით.
ის არ დაბრუნდა კომფორტისთვის, დაბრუნდა ბრძოლისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ღირსეულად აგრძელებს.
ყველამ ვიცით, ასეთი რეჟიმები დიდხანს ვერ ძლებენ რადგან ძალადობა არასდროს არის ძლიერი სახელმწიფოს საყრდენი.
ჩვენ, ქართველებმა, არაერთხელ გავუძელით და გადავრჩით.
არც ეს ბრძოლა დასრულდება სხვაგვარად, აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით.
საქართველო ევროპისკენ მიდის და ვერავინ შეაჩერებს ამ გზას.
ჩვენი მომავალი ევროპაშია, არა რუსულ ჭაობში სადაც რეჟიმი მიგვაქანებს ყველას”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს