ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას" -...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6 ფაზაზე საუბრობს

რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას:

ფაზა 1: ძალაუფლება დევნის აქტიურ ადამიანებს. ჯერ სიმბოლურად სჯის, შემდეგ თანმიმდევრულად ამძაფრებს, ბოლოს სანიმუშოდ სჯის;

ფაზა 2: ძალაუფლება დევნის ხისტად გამოხატულ ადამიანებს. მანიპულირებს კანონებით და ანალოგებით;

ფაზა 3: ძალაუფლება დევნის ნაკლებად კონსტრუქციულად გამოხატულ ცნობილ სახეებს. ჯერ სიმბოლურად სჯის. შემდგომ სიტუაციურად ამძაფრებს დასჯის მეთოდებს – მოიცავს პოლიტიკოსებს, საზოგადოებისათვის ნაცნობ სხვა სახეებს;

ფაზა 4: ძალაუფლება თანმიმდევრულად დევნის კრიტიკის სივრცეს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ უკვე ნებისმიერ გამოვლინებას – კონსტრუქციული ფორმის მამხილებლებს, მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული რეპუტაცია და ლოკალური ჯგუფების პატივისცემა, როგორც შესაძლო არასასურველი გავლენის მქონე პერსონებს;

ფაზა 5: ძალაუფლება დევნის უკვე ზოგად უკმაყოფილებასაც, წვრილმანი თუ საშუალო მნიშვნელობის თემებზე გამოხატულ წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას. კიდევ უფრო ძლიერდება ტირანია, ძალაუფლების საჭიროების მიხედვით;

ფაზა 6: ძალაუფლება დევნის და თრგუნავს ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, რეპრესირების მექანიზმი ხდება უკვე არა სეგმენტური, არამედ საყოველთაო – ტოტალური.

ამ ფაზაში უნდა დასრულდეს ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი და სახელმწიფო გადავიდეს ტოტალიტარის მმართველობის რეჟიმში, რომელიც ერთი მხრივ თრგუნავს და აშინებს, მეორე მხრივ კი აკერპებს ძალაუფლებას მისდამი, როგორც ერთადერთი გადამრჩენელის მიმართ.

ამჟამად გავლილია ორი ფაზა, მიმდინარეობს მესამე ფაზაზე გადასვლის პროცესი. ასეთი გზა აქვს დაგეგმილი დღეს არსებულ ძალაუფლებას“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები” – ლევან ხაბეიშვილი

“ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს, რადგან მის ფულს ემუქრება...

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული