ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი “20 ივნისის” საქმეში დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირაკლი ოქრუაშვილს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა არ დაუმტკიცდა, თუმცა დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, რომელსაც თან ახლდა ძალადობრივი ქმედება, სხვისი ნივთის დაზიანება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა. ინფორმაციას ირაკლი ოქრუაშვილისათვის გამოტანილი განაჩენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს:

„2020 წლის 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითად განხილვის კოლეგიამ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ე.წ. 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე, ბრალდებულ ი. ო.-ის მიმართ.

სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ გაიზიარა 2019 წლის 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ბრალდებულის მიერ ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა და ი. ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

ბრალდებული ი. ო. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,“ – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...