კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტრამპი vs მასკი: კონფლიქტი, რომელიც აშშ-ის მომავალს წყვეტს“...

“ტრამპი vs მასკი: კონფლიქტი, რომელიც აშშ-ის მომავალს წყვეტს“ – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ძალების გადანაწილება და ცვლილებების ეპოქა: ტრამპი, მასკი და ბიუროკრატია ამერიკის პოლიტიკური მომავლის ფონზე

ბოლო პერიოდში მსოფლიო პოლიტიკური არენა ისეთი დინამიკით იცვლება, რომ არათუ მოვლენების ანალიზი, არამედ თვალის მიდევნებაც კი რთულდება. 1 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების საშუალებით რუსეთის სიღრმეში უპრეცედენტო სპეცოპერაცია სახელწოდებით – „ობობას ქსელი“ ჩაატარეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განადგურდა 41 ერთეული ბომბდამშენი, რაც რუსეთის სტრატეგიული ავიაციის დაახლოებით მესამედს შეადგენს – იმ სისტემის, რომელიც კრემლის „ბირთვული ქოლგის“ ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ითვლებოდა.

ეს ოპერაცია საყურადღებოა არა მხოლოდ თავისი მასშტაბითა და უნიკალურობით, რაც სამხედრო ისტორიაში პრეცედენტს არ წარმოადგენს, არამედ იმითაც, რომ მან ტაქტიკურ დონეზე შეცვალა სამხედროების დამოკიდებულება შეიარაღების გამოყენების სტრატეგიასა და საბრძოლო ხელოვნებისადმი.

თუმცა, აღნიშნული მოვლენის პარალელურად, განვითარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც საზოგადოების თვალსაწიერში ასევე მოხვდა – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნო-მაგნატის, ილონ მასკის ღია დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება გლობალური პოლიტიკური ვექტორების გადანაწილება მოჰყვეს.

საუბარია არა უბრალო შეუთანხმებლობაზე ორ ლიდერს შორის, არამედ ღრმა სისტემურ ბრძოლაზე – ღირებულებებსა და ხედვებს შორის, რომლებიც ამერიკის მომავალ პოლიტიკურ სისტემას განსაზღვრავენ.

ილონ მასკი, რომელმაც ტრამპის ინაუგურაციიდან ოთხი თვის განმავლობაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) უხელმძღვანელა, საკუთარი ხედვითა და გადაწყვეტილებებით სწრაფად გახდა რეფორმატორი – მათ შორის ისეთი სააგენტოების გაუქმებით, როგორებიცაა USAID და აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი. ამ მიდგომამ მის მიმართ კრიტიკა გამოიწვია. Quinnipiac-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ DOGE და მისი მილიარდერი ხელმძღვანელი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

თუმცა მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ პერსონალური კონფლიქტი არ არის. ეს არის ბანაკებს შორის შეჯახება – ერთ მხარეს დგანან ტექნოლიბერალები, რომელთა წარმოდგენით, ამერიკის მმართველობა უნდა დაფუძნდეს ციფრულ ეფექტიანობაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ბიუროკრატიის ოპტიმიზაციაზე, ხოლო მეორე მხარეს – ტრადიციული ფედერალური სტრუქტურები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ამერიკული სახელმწიფოს მდგრადობას.

ტექნოლიბერალები, რომელთა გამოკვეთილი წარმომადგენელია მასკი, მიგვანიშნებენ, რომ აშშ დგას ახალი სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის ზღვარზე, სადაც სახელმწიფო მმართველობა უნდა ციფრულად ტრანსფორმირდეს. ამის საპირისპიროდ, ბიუროკრატიული აპარატი – სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი და უსაფრთხოების სამსახურები – კვლავაც წარმოადგენს ამერიკული ინსტიტუციონალიზმის ხერხემალს და თვლიან, რომ ტრადიციულ მიდგომებზე უარის თქმა სახელმწიფოს დასუსტებას გამოიწვევს.

მასკის თანამდებობიდან გათავისუფლება და ტრამპთან ღია დაპირისპირება ნათლად მიანიშნებს, რომ ამ ეტაპზე ტექნოლიბერალების ინიციატივები დამარცხდა, ბიუროკრატიულმა სტრუქტურებმა გამარჯვება მოიპოვეს და ამ ეტაპზე ანგარიშია –  1:0.

წინ გადამწყვეტი ფაზაა. ტრამპი იძულებული იქნება ბალანსი დაიცვას ამ ორ ძალას შორის, რათა შეინარჩუნოს მმართველობა და წარმატებით გაუმკლავდეს გარე გამოწვევებს – უკრაინა-რუსეთის ომში შუამავლობის მისია, ირანის ბირთვული პროგრამა, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები და სხვა გლობალური ინტერესები.

როგორც უკრაინულმა დრონებმა შეცვალეს ომის წესები ბრძოლის ველზე, ასე შეიძლება თეთრ სახლში მიმდინარე პროცესი იქცეს პოლიტიკურ თამაშში ახალი წესების ჩამოყალიბების საწყისად – არამარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიტყვი, რატომ მომაგონდა ნაპრეზიდენტალი ზურაბიშვილის “ფრთიანი“ ფრაზა, მისი არაცნობიერიდან წამოსული” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდიას  რომან “დიდოსტატის...

“ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით,...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "პსჟ"-ს საფეხბურთო გუნდთან...

“თუ ასე მაინც არ გავზარდეთ, არაფერი ეშველება ამ სექტას” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...