spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდაფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე,...

ჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდაფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე, რაც გახარიასა და მთავრობის არასწორი ნაბიჯების შედეგია- გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შემთხვევებს ეხმიანება და მიაჩნია, რომ პრობლემა სწრაფი დიაგნოსტიკის/ტესტირების არარსებობაშია, პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ ტესტებს არ უკეთებენ, რაც კორონავირუსის გავრცელების და დაავადების რისკს ზრდის. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნულს მთავრობის არასწორ ნაბიჯებს უკავშირებს და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს სვამს:

სამწუხაროა, რომ სწრაფი დიაგნოსტიკის/ტესტირების არარსებობა გახდა ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად გახარიას ეკისრება!

კორონავირუსი ბაღდათშიც დადასტურდა! მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კლინიკაში იყო მისული, თუმცა მას ტესტი არ გაუკეთეს და სახლში გაუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამედცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას იმ ეტაპზე პროტოკოლით გათვალისწინებული სიმპტომები არ აღენიშნებოდა, რის გამოც ტესტს ვერ ჩაუტარებდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ ტესტებს არ უკეთებენ. ქობულეთი, ვანი, ბათუმი თემქა, ეს იმ ტერიტორიების არასრული ჩამონათვალია, სადაც გამოვლენილი შემთხვევები ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, მათ კი არ აქვთ დიაგნოსტირების შესაძლებლობა.

ჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდ აფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე, რაც გახარიასა და მთავრობის არასწორი ნაბიჯების შედეგია! მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დღემდე არ გვაქვს დიაგნოსტირების საშუალება.

მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას რამდენიმე ათასი ტესტი უკვე აქვს და თუ ასეა, მაშინ რატომ არ ატარებენ დიაგნოსტირებას/სწრაფ ტესტირებებს?! – ეს არის სწორედ არასწორი მენეჯმენტის შედეგი!

ერთი თვის წინ, როცა ტესტირების აუცილებლობაზე დავიწყეთ საუბარი, გახარიამ და მთავრობამ კრიტიკა დაგვიწყო და საკუთარი ტროლ ბოტები მოგვისიეს, ეხლა კი ყველა თანხმდება, რომ საჭიროა, მაგრამ ტესტები არ გვაქვს, როგორც ჩანს.

ვეკითხები გახარიას – რატომ? კიდევ ფიქრობ რომ არ არის საჭირო?
სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...