პარასკევი, ივნისი 6, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ თავისუფლება არ გაქვს - არაფერი არ გაქვს....

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან:

აქედან ტვინს ბევრს არ მოვ*@%ავ რამდენიმე მიზეზის გამო:

პრაქტიკულად, გონზე არ ვარ გარეთ რა ხდება.

კი, ადვოკატები მაწვდიან ინფორმაციას ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე.
კი, თუ TV-ს ქონის უფლება მომცეს, ნიუსებს მივადევნებ თვალს ყოველდღიურად, მაგრამ ეს ის საკმარისი ინფორმაცია არ არის, რაც მე მჭირდება დასკვნების გასაკეთებლად და მითუმეტეს, რჩევების მოსაცემად.

ბევრი სხვა სახის ინფო მჭირდება, რომელიც გარეთ “პოლიტიკოსისთვის” ხელმისაწვდომია, აქ კი არა.

ინფორმაციის იმ მოცულობას, რომელსაც თავისუფლებაზე იღებ ყოველდღიურად, აქ ვერც ადვოკატი შემოგიტანს და ვერც TV მოგაწვდის (რომელსაც გარეთ დიდი ხანია აღარც ვუყურებ).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტთან არ გაქვს წვდომა, რაც ამ დროში განცდას გიჩენს, რომ დიდი მოცულობის external drive გამოგაძრეს ან საყოველთაო გონს მოგწყვიტეს.

მინახავს ადამიანს რომ დაიჭერენ ხოლმე, საკნიდან იწყებენ ხოლმე ჭკუის დარიგებას, თითქოს აქედან უკეთ ჩანდეს რა ხდება ქვეყანაში და რა არის გასაკეთებელი.

არ ჩანს. პირიქით.
ერთადერთი, ერთადერთი!!! უპირატესობა რაც აქ გაქვს, ფიქრის დროა.
იფიქრე რამდენიც გინდა, არ არსებობს distraction. მაგრამ ეს ვერ აკომპენსირებს, რაც ზემოთ დავწერე იმას.

ხელით წერას გადავეჩვიე. დიდი ხნის წინ ვამბობდი, ხელით წერა გაქრებათქო და აჰა, karma is a bitch. თუმცა, მეგონა უფრო გამიჭირდებოდა, ბევრი გადასასწორებელი მექნებოდა და მოკლედ დავწერდი. ყველაფერში ვცდებოდი. ახლა მთავარია ეთომ გაარჩიოს რას ვწერ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე (რადგან ხელით ვწერ, ბარემ ასეთებსაც გამოვიყენებ) მარტო იმას დავწერ, რაც გარეთაც სწორი მეგონა და ახლაც 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ სწორია:

1. რუსთაველის პროტესტი

პირველი ამას ვწერ იმიტომ, რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია დღეს. ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება საჯარო გამოხატვის ფორმები იმისა, რომ არ დავნებდით და ვიბრძვით. არსად სხვაგან ეს არ ჩანს, ისე, როგორც საღამოობით რუსთაველზე.

პოლიტიკოსის ჩატარებული ბრიფინგი, ან თუნდაც დაჭერილი პოლიტიკოსი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ვიღაც “პოლიტიკოსი” იბრძვის.

რუსთაველი აჩვენებს, რომ ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, თუნდაც პოლიტიკოსების გარეშე.

ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგოს წერს, ყველა, ვისაც ეს არ ესმის, რუსთაველზე არ ყოფილა დიდი ხანია.

ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, როგორც უნდა ისე იბრძოლოს, სხვანაირად დაორგანიზდეს, მაგრამ რუსთაველი უნდა შენარჩუნდეს როგორც გამოხატულება იმისა, რომ მიუხედავად მოწყობილი ჯოჯოხეთისა, არ გავტყდით და ვაგრძელებთ ბრძოლას.

2. სალომე ზურაბიშვილი

ტყუილად არ ვწერ მეორედ ამ პუნქტს, ამდენად მნიშვნელოვანი მგონია.
ცოტა ვინმე ყოფილა უფრო კრიტიკული სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ვიდრე მე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ:

ა) ჩვენ გვჭირდება რაიმე ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი. გარეთ სამუშაოდ გვჭირდება. ასეთი მხოლოდ ერთი გვაქვს ამ წუთას.

keep institutions alive – არის ფრაზა, რომელიც ხშირად მომისმენია ჩვენი მეგობრებისგან. სალომე ვერ იქნება ისეთი ქარიზმატული, რომ მასები დაძრას, ვერც საუკეთესო მოდებატე გახდება ქართულად და ვერც ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს მოჰყვება სხაპა-სხუპით. ასეთი არც არავინაა, მაგრამ მას შეუძლია დასავლეთს ელაპარაკოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმაციის მქონე პირმა და ელაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე. ესაა მისი როლი და ნუ მოსთხოვთ დიმიტრი გელოვანობას. ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი აქვს.

ბ) მე არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება.

მე მჯერა, რომ ჩვენ ახლა რუსეთს ვებრძვით.
ბომბები არ ცვივა, მაგრამ ბევრი ტყუილი ცვივა და თუ არ დაიჯერებ და წინააღმდეგობას გაუწევ, მინივენში გაწამებენ ნიღბიანი ტროგლოდიტები.
ამის დამარცხება შეიძლება მხოლოდ ძალით. ძალა ერთობაშია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ.

თუ სადმე არსებობს ძალების გაერთიანების პოტენციალი, ეს ისევ სალომე ზურაბიშვილის “წინააღმდეგობის პლატფორმაა”.
ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ვისაც როგორ წარმოუდგენია ისე იბრძოლოს, ამ რეალობაში, ყველაფერი მოსულა, ჩემი აზრით.

მაგრამ პოლიტიკურმა პროცესმა და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა საბოლოო ჯამში თავი უნდა მოიყაროს ერთ ადგილას, და სხვა უკეთესი ადგილი, ვიდრე “წინააღმდეგობის პლატფორმაა” ვერ შევქმენით ამ წუთის მდგომარეობით.

გ) თავს ვერ დავდებ, რომ ადამიანებში საოცრად ვერკვევი და ჩემი პოლიტიკური ცხოვრება უფრო ალბათ საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ურთიერთობის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ ის ვერ იტანს რუსეთს. დარწმუნდა, რომ ქოცები რუსები არიან. ძალიან გაბრაზებბულია, რომ რუსეთს მისცა საშუალება ის გამოეყენებინათ მანამ, სანამ ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენდნენ.

ეს ბრაზი მგონია, რომ გამოსაყენებელია. გარეთ ალბათ ამ მესამე პუნქტს არ დავწერდი საჯაროდ, მაგრამ აქედან მოსულა მგონი.

3. სასამართლო

სასამართლო დღეს არის ადგილი, სადაც ბოროტებას შეგიძლია ჩახედო თვალებში. აქ იყრის თავს რეჟიმის ტყუილები და აქ აღსრულდება ყველაზე დიდი ბოროტება – უდანაშაულო ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს.

სიცოცხლის დაკარგვა მხოლოდ სიკვდილი არაა.

ნებისმიერი ჯარიმა, რომელშიც ათასებს ახდევინებენ ადამიანებს – დაკარგული სიცოცხლეა, რადგან იმ ფულის გამოსამუშავებლად ვიღაცებმა საკუთარი სიცოცხლის დრო დახარჯეს.
ნებისმიერი წუთი, დღე, კვირა, თვე, წელი თავისუფლების გარეშე – დაკარგული სიცოცხლეა, ან სიცოცხლის ნაწილი მაინც.

ეს ხდება დღეს, ყოველდღე სასამართლოში – ტყუილების გამო ადამიანებს აკარგინებენ სიცოცხლეს.

მე არ მჯერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს საზოგადოება, რომელიც არ აფასებს ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს ამ ბრძოლაში.

ამიტომ მგონია პოლიტიკური ტყვეების სასამართლოებზე სიარული მნიშვნელოვანი.

4. ყოველკვირეული მარშები

ვიქენდზე მარშები გახდა წინააღმდეგობის საჯარო დემონსტრირების მეორე რეგულარული ფორმა, რუსთაველის ყოველდღიური პროტესტის შემდეგ. აქ მთავარი სიტყვა “რეგულარულია”. თუ მოხერხდა ამ მარშების შენარჩუნება და ყოველ ვიქენდზე ორგანიზება, იქნება ძალიან კარგი. მაგრამ 2 პრობლემას ვხედავდი, სანამ გარეთ ვიყავი:

ა) ეს მარშები არ პიარდებოდა წესიერად, არც TV-ებში და არც სოც.ქსელებში. არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ისევ სტანდარტული “გრუზინული” ეჭვიანობა, კონკურენცია, უნდობლობა და ა.შ. ყ*%@ბა მოკლედ.

ბ) ჩემპიონები ვართ ერთმანეთის ენთუზიაზმში ჩა%მაში. საკმარისია, ვინმემ რამე ინიციატივა გამოიჩინოს და ეგრევე იწყება: რატომ მარში? რატომ იქიდან აქეთ და არა აქედან იქეთ? რატომ შუადღისას? რატომ კვირას? მე რატომ არ მითხრეს, რომ გეგმავდნენ? რატომ არ შეიძლება ჩემი გრიზლი წამოვიყვანო? არ იკბინება…

ლენონივით კი გამომივა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ნაცვლად ყველაფერში ჩაჯმისა, ყველა ყველას ყველაფერში ვეხმარებოდეთ, რითიც შეგვიძლია, მათ შორის, მარშზე მისვლითაც. ეგრე უფრო მალე მოვიგებთ, თუ ასე?

(“ბალანდა” მოვიდა:))

5. პოლიტიკოსები

დაჭერამდე სადღაც სტატუსი დავწერე, სადაც ვამბობდი, რომ პოლიტიკოსებიც ჩვეულებრივი ადამიანეი არიან თავიანთი პრობლემებით და პასუხისმგებლობებით. ვიღაცამ დამიკომენტარა არაო, პოლიტიკოსებს პრივილეგიები გაქვთ და მეტი მოგეთხოვებათო.

მერე ვფიქრობდი, რა პრივილეგიები მაქვს ან მქონიათქო და ვერაფერი გავიხსენე, გარდა იარაღის ტარების უფლებისა (რომელიც ორჯერ შემიჩერეს 3-3 წლით)

ეს ტრენინგებზე ნასწავლი წარმოდგენები პოლიტიკოსებზე პრობლემა მგონია. სადღაც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ფორმულა ალბათ სწორი იქნებოდა: პრივილეგიები = მეტი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ, ამ მოცემულობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რა პრივილეგიებზეა ლაპარაკი?

ყველა პოლიტიკოსი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ვისაც აშინებენ, ემუქრებიან, აჯარიმებენ, ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, კვერცხებს ესვრიან, “ზელიონკას” ასხამენ, იჭერენ და ა.შ ეს არის დღეს ნებისმიერის გარდაუვალი ხვედრი, ვინც რეჟიმს წინააღმდეგობას უწევს.

სადაა აქ პრივილეგია? რომელ ავტორიტარულ რეჟიმში არსებობს პრივილეგიები ოპოზიციური პოლიტიკოსებისათვის?

მოგწონთ პოლიტიკოსები თუ არ მოგწონთ, ამ ბრძოლაში წინა ხაზი მაინც მათზე გადის. ეგ ხაზი თუ ჩამოიშალა, უკანა ხაზების გადათელვა რეჟიმისთვის გაცილებით იოლი იქნება. აი, ჩუმად ვინც არიან და ჰგონიათ, რომ ასე გადარჩებიან, შემდეგი ეგენი იქნებიან გარანტირებულად. ჟანრის კანონია.

თუ არ გავჩერდი, ვხვდები, რომ დაუსრულებლად შემიძლია. აქ სულ დადიხარ, ფიქრობ, აზრები მოგდის და მოწეულზე რო გგონია, ყველა აზრი გენიალურია, ეგრე ხარ:) არ ვიცი რატომ.

ტვინს არ მოვტ*%@ავთქო ამით დავიწყე და მაინც ვქენი:)

მადლობის თქმა ვერ მოვასწარი იმ ხალხისთვის, ვინც ჩემს პროცესზე მოვიდა, ამიტომ აქედან გეტყვით: უღრმესი მადლობა!

ჯამში ნორმალურად ვარ, როგორც შეიძლება აქ იყო. ბევრს ვკითხულობ. გავიხსენე, რა მაგარი გრძნობაა წიგნს დილით რომ დაიწყებ და საღამოს დაამთავრებ, რომ არ გამოხვალ იმ სამყაროდან. შევ#&ი playstation-ს. ბოლოს ალბათ 30 წლის წინ თუ მოვახერხე ასე.

ეს “დრო გექნება”, “დაისვენებ” სირობაა, არ დაიჯეროთ. დროს მაშინ აქვს ფასი, როცა შენს ნებაზე განკარგავ. დასვენებაც მაშინაა დასვენება, როცა შენ გადაწყვეტ რომ დაისვენო. ძალით დასვენების დდშვც და შევე%ი ასეთ დროს BigBang-დან მოყოლებული.

თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს.

ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ.

P.S. სასამართლოს დადგენილება ჩამბარდა აქ, 5,000ლ 4 თებერვალს გზა გადაკეტეო.

გამიშვით! ვიხდი!:)” – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით,...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "პსჟ"-ს საფეხბურთო გუნდთან...

“ყულფი(მარყუჟი) კოლექტიური ნაცების კისერთან ვიწროვდება და ახლოვდება საბოლოო განკითხვის დღე” – ლალი მოროშკინა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება-დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება...

“ახსენით, ვინ როგორ და რატომ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და რისი იმედი გაქვთ ან...

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით დისკუსია საკმაოდ მწვავე ხასიათს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...