კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა" -...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას კონკრეტულ შეფასებებს ეხმაურება, ოპოზიციონერ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში:

“რუსთავი 2”-ის ეთერში ჩემი გამოსვლის შემდეგ, ივანიშვილის ერთ-ერთ მაძღარ მონას, ზარქუას უსაუბრია – თითქოს გიორგი ვაშაძეს და სხვა ოპოზიციის ლიდერებს ქუჩაში სიარულიც კი არ შეუძლიათ. სინამდვილეში თვითონ ვერ დადიან ქუჩაში და ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გიორგი ვაშაძეზე ნამდვილად განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა „ქოცების” წახალისებული „ტიტუშკის” მხრიდან – სპეციალურად გალესილი საგნით თავისა და ყელის არეში მიაყენეს დაზიანება.

და დღეს რა გვაქვს? – თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია მაგრამ გამოძიება არ მიმდინარეობს, თავდამსხმელი თავისუფალია, ე.წ. ხელისუფლება კი დუმს, რადგან თანამონაწილეა!

მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რას აკეთებს ზარქუა და მისი პოლიტიკური პატრონი ივანიშვილი:

იმეორებენ პუტინის პროპაგანდას, დასავლელ პარტნიორებზე ავრცელებენ სიცრუეს, ბლოკავენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ტოვებენ ქვეყანას მარტოს და დაუცველს.

ეს უკვე ჩვეულებრივი პოლიტიკა აღარ არის – ეს არის ღალატი. ეს არის ნამდვილი რუსული საქმე და ვინც ამ საქმეს აკეთებს პირდაპირ მტერს ემსახურება”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მდუმარე ადამიანიც ხვდება დღეს, რომ რეჟიმი სწრაფად უნდა შეიცვალოს” – სერგო ჩიხლაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და...

“კვლავ ძალაში რჩება “მეორე ფრონტის” გახსნის იდეა და ეს არის რეალური” – რიმა ბერაძე

დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის იდეას, რეალურად...

“ძალაუფლების გარეშე უბრალოდ ნულია და არც არავის ეხსომება (“ეყვარება”) ხვალ-ზეგ!!” – თეა წულუკიანი

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს...

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...