ორშაბათი, ივლისი 28, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო"...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან და მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ეკონომიკური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო. მარტო კადრების შემცირებით ჯერ 52 მილიონ ლარს დავზოგავთ წელიწადში, მერე 100 მილიონ ლარამდე ავალთო.

თავად აღიარეს, რომ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში მათი ნათესავების და პარტიული აქტივის ფაქტიური თუ ფიქტიური გაფორმებით მილიარდ ლარზე მეტი წაგლიჯეს სახელმწიფოს “ოცნების” მმართველობის პერიოდში. თუ მართლა განხორციელდა აღნიშნული “ოპტიმიზაცია”, “გამოთავისუფლებულ” პირებს საჯარო სამსახურებში გადაანაწილებენ. ამ სფეროში რამდენჯერმე მეტი “ოცნების” შესანახი პირია შეფარებული, ვიდრე სახელმწიფო საწარმოებში.

სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია, რომლებიც “ოცნების” ოჯახების, მეგობარ-ნათესავების, პარტიული აქტივის, “მომსახურე პერსონალის”( მაგ. მოღერალ-მოექსპერტო ელემენტების), ჩამოწერილი დეპუტატებისა და ბიუროკრატიის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა“, – წერს რომან გოცირიძე ფეიაბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?” – მამუკა მდინარაძე

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებსა და ვიზალიბერალიზაციასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...