ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად...

“ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნებისა” და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას.

საქართველოს აშორებენ ევროპულ გზას, აშორებენ ამერიკასთან პარტნიორობას და მიათრევენ უკან იმ წარსულში, სადაც კრემლი წყვეტდა, ვინ გადარჩებოდა და ვინ არა.

ეს რეჟიმი იბრძვის არა ქვეყნის, არამედ საკუთარი გადარჩენისთვის.

იჭერენ პოლიტიკოსებს, აუქმებენ პარტიებს, დევნიან ჟურნალისტებს და ასამართლებენ თავისუფალ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხმამაღლა ლაპარაკობენ.

მაგრამ ვერ გაიგეს ერთი რამ: დასავლური არჩევანი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის – ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არჩევანი ვერ იქნება ვერც დაპატიმრებული, ვერც გაყიდული.

ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ოპოზიციის – ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მომავლისთვის.

ბრძოლა დაწყებულია და მას მხოლოდ ერთი ფინალი აქვს – ქართველი ხალხის გამარჯვება“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საინტერესოა კობახიძის და ივანიშვილის შერკინება როდის მოხდება და ვის სასარგებლოდ?” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია, "ქართული ოცნების" პირველ...

“ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ?! ეს იყო თქვენი ოცნება?!” – ირმა...

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, ემოციურ შეფასებებს...

“კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება!” – სალომე...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაცხადებულ ინიციატივას, განათლების სისტემასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...