ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილიტერატურა და შემოქმედება"ჩვენ სიჩუმეშიც ქარის გვეშინია. ამიტომაც გვიჭირს ბედნიერება. ამიტომაც...

“ჩვენ სიჩუმეშიც ქარის გვეშინია. ამიტომაც გვიჭირს ბედნიერება. ამიტომაც არის უცხო სიხარული” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ლიტერატურულ ჩანახატს აქვეყნებს… ხალხური ცხოვრებისეული გამონათქვამებით და რომანტიკული ფილოსოფიური მსჯელობით:

საერთოდ, ყველაფერი უცნაურად საცნაური იყო მაშინ.

თუ ვიცინოდით, დრო და საზღვარი უნდა ჰქონოდა ამ სიცილს, თორემ ტირილად იქცევაო – გვაფრთხილებდნენ.

თუ ჩიტი გალობდა, გვეშინოდა. ვეუბნებოდით ჩუმად და კრძალვით:

,,სკვინჩა, შენს პირს შაქარი! სკვინჩა, შენს პირს შაქარი!”

ძაღლი რომ ყმუოდა, მშიერი და უპატრონო, ძაღლის ყმუილს იმ სახლის ბინადრის სიკვდილის მომასწავლებლად ვთვლიდით, საითკენაც პირი ჰქონდა მიშვერილი და ქვას ვესროდით. არადა, სახლიდან ძაღლს მხოლოდ გამოხედვა და მხოლოდ პური უნდოდა. სხვა ვერაფერი. პურზე უფრო ალბათ გამოხედვა. ჩვენ კი ვუფრთხოდით.

მზე რომ აჭერდა და აცხუნებდა, ეგ იყო მომავალი დიდი წვიმის შიშის ნიშანი. ,,წვიმა იცის!”

გვიანი გაზაფხულის წყნარი საღამო რომ იდგა, სახლის ფანჯრებს ვკეტავდით – ქარიშხალი მოსდევს ამ სიჩუმესო.

კი, მოსდევს. მაგრამ ეგ ყოველთვის ეგრეა. ხან სიმშვიდეა, ხან ქარი. სულ ერთმანეთს მოსდევენ. უბრალოდ, როცა სიმშვიდეა, უნდა დატკბე. ჩვენ კი ეს არ გვასწავლეს. ჩვენ სიჩუმეშიც ქარის გვეშინია. ამიტომაც გვიჭირს ბედნიერება. ამიტომაც არის უცხო სიხარული. ყველა სიტყვა, ბუნებიდან შემოგებებული, ყველა სიხარული უნდა ყოფილიყო ხანმოკლე და დასაზღვრული. და ახლა საიდანღა ვისწავლოთ? მით უფრო ახლა – როცა აღარც სკვინჩა გალობს, არც სიმშვიდეა, ვერც ვიცინით. მით უფრო ძნელია. მით უფრო შეუძლებელი.
#წერილებიჩემიბავშვობიდან“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

“დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს” – კახა...

„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით,...

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...