ორშაბათი, ივლისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა

თბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაის ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს შანხაის ვიცე-მერმა სიე ტუნგმა და ანდრია ბასილაიამ მოაწერეს ხელი.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, სპორტის, კულტურის, გამწვანების, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სფეროში.

შანხაის ვიცე-მერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ქალაქებს შორის თანამშრონლობის გაღრმავების აუცილებლობას.

თბილისისა და შანხაის დამეგობრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შანხაი სიდიდით მეორე ქალაქია ჩინეთში, სადაც 24 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მისი ეკონომოკა მსოფლიოს ქალაქებს შორის მე-5 ადგილზეა. შანხაის მთლიანი შიდა პროდუქტი 750 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში ცნობილია ყველაზე დიდი ტვირთბრუნვის პორტით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერის მოადგილე „შანხაის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმსაც“ დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

აღნიშნულ ფორუმზე მიწვეული იყო 26 ქალაქის დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ შანხაის, ლივერპულის, ათენის, მარსელის, ლოს ანჯელესის, რიო დე ჟანეიროს და სხვა ქალაქების მერები და ვიცე-მერები.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...