კვირა, ივნისი 1, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია,...

“2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…” – წერს ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს ე.წ. ქოცებთან დაკავშირებით:

,,ვიცი, ქოცებს სირცხვილის გრძნობა არ აქვთ (მათი მთავარი ემოცია სიძულვილი და მომხვეჭელობაა), მაგრამ შედარებით ქვე-ქოცებს ცოტათი მაინც არ რცხვენიათ ამ მართლაც პლანეტარული ხიხოს გამო?! რომ შეგარცხვენს და დაგაკნინებს თავისი მდაბიო სამარცხვინოობით…

ამის არა, მაგრამ სხვა მიზეზის გამო კი ალბათ დიდი შფოთვანარევი წყენა აქვთ ძირძველ პროტოქოცებს – ნაღდებს, ჩაბოღმილებს და ბოღმაგამოუთქმელებს…

2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რადგან ჭეშმარიტი ქოცი აღარ დაიტოვა ამ მეთოჯინე კაცმა ახლო-მახლო – ვინც ქოცი იყო, გააქრო და სხვებში ადღვიბა და ვინც კი “ნაცი” იყო, უმეტესობა შეიზილა, ამოისვა და რაღაცად აღაზევა…

აგერ დღევანდელი შს “მინისტრი”: წინა ხელისუფლებაში არმყოფი ზურა ჯაფარიძე რომ ჩასვეს ციხეში, ამ ალიტერაციად ქცეულ სახელ-გვარიან კაცთან, ნაცთა მანდატური და კიდევ სხვა რამეებიც რომ იყო, “კომისიას” შეკითხვები არ ექნება, არა? არ შეეკითხებიან, არა, როგორი იყო შაშკინ-კოდუების მოხელეობა?!

რამხელა ბოროტი და მდაბიო ცინიზმია ეს ყველაფერი…

პროტოქოცი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? თუ სიტყვა “ფიქრი” აქ სრულიად ზედმეტია…”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა” – ლევან ხაბეიშვილი

“კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა, ეს ელის ყველას და...

“სიბრიყვის ისეთ სპირალში არიან შეთრეული, ბოლოს გაწყდება სადღაც და გასტყორცნის კოსმოსში ივანიშვილს თავის ფუჩეჩიანად...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“დღეს ჩემი სამშობლო ჯერ კიდევ განსაცდელშია და ანგარიშსწორების, შეცდომებზე მითითების და ქილიკის დრო არ...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

თბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო...

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...