spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისი "ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის" წევრი გახდა

თბილისი “ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის” წევრი გახდა

„ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრობასა და ამ მხრივ რიგ შეღავათებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს დედაქალაქის მერია:

“თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს ანიჭებს უფლებას, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს.

ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებით ისარგებლონ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვა.

„ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია“ 1987 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია ევროპის 36 ქვეყანაში 40 ორგანიზაციას აერთიანებს და გაცემული აქვს 6 მილიონი ბარათი. ბარათის მთავარი მიზანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებით, ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა.

საქართველო ასოციაციის 37-ე ქვეყანა გახდა და მას ორგანიზაციაში თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების სახით, თბილისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, რომელსაც ბარათის გაცემის ექსკლუზიური უფლება გააჩნია.

საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ბართის გაცემა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება,” – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...