23 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 24 მაისიდან 4 დღის განმავლობაში.
მაისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.
აშშ დოლართან მიმართებაში ისევ გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
20 მაისი – 2.7406;
21 მაისი – 2.7401;
22 მაისი – 2.7397;
23 მაისი – 2.7383.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0007 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 მაისიდან 4 დღის განმავლობაში 2.7376 ლარი ეღირება.
მაისი ევროსთან მიმართებაში რყევებით გამოირჩეოდა, იყო სერიოზულიც, ხოლო თვის შუა რიცხვებიდან რყევები გაუფასურებით მიმდინარეობდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
20 მაისი – 3.0898;
21 მაისი – 3.0815;
22 მაისი – 3.1090;
23 მაისი – 3.0924.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0137 ლარით და 24 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1061 ლარი ეღირება.
აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე კი ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 24 მაისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6955 ლარი (გაუფასურდა 0.0273 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0701 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6595 (გამყარდა 0.0001 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6098 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1173 ლარი (გაუფასურდა 0.0059 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3135 ლარი (გაუფასურდა 0.0020 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8112 ლარი (გაუფასურდა 0.0114 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2125 ლარი (გაუფასურდა 0.0286 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.6066 ლარი (გამყარდა 0.0495 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9097 ლარი (გაუფასურდა 0.0037 ლარით).
მაისის თვე ლარის კურსი მეტ-ნაკლები სტაბილიზაციით გამოირჩეოდა, თუმცა თვის შუა პერიოდისკენ იყო სერიოზული რყევა, ბოლო დღეებში კი, სტაბილურობასთან ერთად, სახეზე იყო გაუფასურებაც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
20 მაისი – 3.4109;
21 მაისი – 3.3971;
22 მაისი – 3.4226;
23 მაისი – 3.4391.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0044 ლარით და 24 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4435 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი