კვირა, ივლისი 13, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიასაქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და...

საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა

✅ საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა.

ქვეყანაში წარმოდგენილია მცენარეთა 4100-ზე მეტი სახეობა, მათი 21% საქართველოს ენდემია. მრავალფეროვანია ქვეყნის ფაუნაც. საქართველოში გავრცელებულია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

🔸 მოწყვლადი სახეობის მომრავლებისა და მათი ველური პოპულაციების აღდგენის მიზნით, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ:

🔸 დაიწყო პროექტი, რომელიც “წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. 2016 წლიდან დღემდე საქართველოს მდინარეები ნაკადულის კალმახის 3.5 მლნ ქვირითით დათევზიანდა.

🔸 მოაწყო კაკბის, კოლხური ხოხბის და ე.წ. ხონთქრის ქათმის საშენი მეურნეობა. ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებსა და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობებში გაზრდილი პოპულაციების გაშვება ხდება მათ საბინადრო გარემოში.

🔸 დაიწყო პროექტი, რომელიც ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენის გახსნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, 8000 ჰექტარ ფართობზე კეთილშობილი ირმის ველური პოპულაცია შეიქმნება.

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა

ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

2025 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 459 207 ვიზიტორი ესტუმრა

✅🌳 2025 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...