ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ...

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” – ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის გარეშე გამოიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ  ბრიფინგი გამართა და კონკრეტული განმარტებები გააკეთა:

როგორც მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის რეალიზებული, არამედ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რისი კიდევ ერთი დასტურიც არის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო სასამართლოდან.

მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელები მოსამართლემ შეკრიბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შეკრიბა უპრეცედენტოდ და მიხეილ სააკაშვილს საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვქონდა დასაბუთებული მთელი რიგი არგუმენტაციით, მათ შორის, ეს არგუმენტაცია ეყრდნობოდა არამხოლოდ ჩვენს იურიდიულ პოზიციას, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომ მსგავსი წესით და მსგავსი ოდენობით სასჯელთა შეკრება არ ხდება და ამავე დროს გვქონდა მნიშვნელოვანი არგუმენტები ბრალთან დაკავშირებით თუ რატომ არ შეიძლება, რომ ეს ქმედება ბრალეულ ქმედებად ყოფილიყო შეფასებული და ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, ყოფილიყო მხარეთა შორის პაექრობა, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება – პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ანუ მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება ფაქტობრივად წაერთვა, რადგან სააპელაციო სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის, მსჯელობის, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა მოსამართლე მამისეიშვილმა მოგვისპო.

ირონიულია ის ფაქტიც, რომ ამავე მოსამართლემ უნდა განიხილოს “პიჯაკების” საქმე სააპელაციო სასამართლოში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილი ელემენტარული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს პოლიტიკურ შეფასებებს ირაკლი...

კახა კალაძე: “ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც...

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ...

,,მოძრაობა - ახალგაზრდული ძალა"-ს დამფუძნებელი, თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან"...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“მოვა დრო, ქოცებზე და წულუკიანზე პასტას არ გააგდებს ხელიდან🙈” – ელისო კილაძე სოზარ სუბარზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, საგამოძიებო კომისიის წევრ...