შაბათი, მაისი 17, 2025
11.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციები2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების...

2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი შეადგინა

2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 5.7%-ით მეტი იყო და სულ 14.8 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2025 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 14.8% – სპონსორობამ, ხოლო 10.8% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის I კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.1 მილიონი ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და 2024 წლის I კვარტლის მსგავსად, კვლავ 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა „პოსტვ“-ის შემოსავალი და 1.7 მილიონ ლარს გაუტოლდა. გაიზარდა ასევე „ფორმულას“ კომერციული შემოსავალიც, რამაც 2025 წლის I კვარტალში 1.5 მილიონი ლარი შეადგინა და გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალს, 0.8 მილიონი ლარით გადააჭარბა. 0.4 მილიონი ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „ბი ემ ჯი“-სა და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის, მათი კომერციული შემოსავლები უცვლელი დარჩა და „ბი ემ ჯი“-ის შემთხვევაში 0.8 მილიონ ლარს, ხოლო „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის შემთხვევაში კვლავ 0.4 მილიონ ლარს უდრიდა. 0.3 მილიონი ლარით გაიზარდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც მიმდინარე წლის I კვარტალში 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, ორჯერ გაიზარდა „სილქნეტის“ შემოსავალიც და სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. „პალიტრანიუსის“ შემთხვევაში კი, მათი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი იყო.

რადიომაუწყებლების მიერ 2025 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო დანარჩენი 11% სპონსორობაზე მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...