შაბათი, მაისი 17, 2025
13.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში...

“მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – შალვა პაპუაშვილი

დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე, ერთადერთ გზად დარჩა ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია. 2023 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო პროცესი, რომლის მიზანიც ქართული პოლიტიკის ჩრდილოვანი დაფინანსების გასაჯაროებაა,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგოც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა.

,,არ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მილიონობით დოლარის ხარჯვით გავლენას ახდენდეს უცხო საზოგადოების ცხოვრებაზე და უმალავდეს ამ საზოგადოებას თუ რას და რისთვის ხარჯავს. სხვა სახელმწიფოს მიმართ ამგვარი მეურვეობითი დამოკიდებულება, „მესამე სამყაროს“ და „ბანანის რესპუბლიკის“ კატეგორიებით აზროვნება მე-20 საუკუნეს ჩაბარდა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა. 2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამიტომ შეარქვა ერთ-ერთმა ელჩმა, პირველმა, „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“ რუსული, სწორედ ამიტომ შეგვირაცხეს გმირად ადამიანი, რომელმაც სხვა ადამიანის „მოლოტოვის კოქტეილით“ დაწვა სცადა, სწორედ ამიტომ დაარქვეს ქვის სროლას მშვიდობა, ხოლო ქვის მსროლელის დაკავებას – ომი. მაგრამ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილია“ უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე უცხო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ბედის უცხო კურატორებისთვის გადაბარება. ჩვენ პროცესი შევანელეთ და ამიტომ რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. 2023 წელს ყველა ის უცხო თუ შიდა აქტორი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედებას მოახდენდა, გამოვლენილი და გამოაშკარავებული იყო,’’- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, 2024 წელს, ჩვენ გავიარეთ საარჩევნო კამპანია, უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი ენჯეოები, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც „ქართული ოცნება“ განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობამ ზუსტად დაინახა თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა.

ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი კანვასური თუ იუესაიდური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი.

მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. და ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ.

მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, სანამ ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. ჩვენ არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა. ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას.

ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება. ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი,’’ – განცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია მთავრობის მეთაურის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...