ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წინააღმდეგობის პლატფორმა": "საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი...

“წინააღმდეგობის პლატფორმა”: “საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი”

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი “წინააღმდეგობის პლატფორმა” განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლიტიკურ შეფასებას აძლევს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ღია წერილით მიმართვას:

ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს – სინამდვილეში უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს: თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას.

ამერიკა იყო და რჩება ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე.

აშშ-ის ხალხი და ხელისუფლება გვერდში გვიდგას მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ბლოკავს ევროპულ პერსპექტივას, ანგრევს ინსტიტუტებს, კლავს დემოკრატიას და ქვეყანას რუსულ იზოლაციაში ექაჩება.
ამის ცხადი მაგალითია „MEGOBARI ACT“ – უპრეცედენტო მხარდაჭერით მიღებული ისტორიული აქტი, რომელიც ამბობს ერთმნიშვნელოვან „დიახ“-ს ქართველ ხალხს და „არა“-ს ავტორიტარიზმს.

ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, ვამბობთ: საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი. საქართველოს მომავალი, დაცულობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან. ჩვენი ქვეყნის მარტო და დაუცველად დატოვება წარმოადგენს მტრის ინტერესს.

კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის წარმოადგენს ძალაუფლების მიმტაცებელი მცირე ჯგუფის ინტერესს, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში გადარჩენას.

ჩვენ უარვყოფთ კონსპირაციებს, ყალბ ბრალდებებს და ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც რეჟიმი კოორდინირებულად ახორციელებს.

ჩვენი მიზანია არ დავუშვათ ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სთან და ევროპელ მეგობრებთან, რომ ქართველი ხალხი დაუბრკოლებლად დაუბრუნდეს თავის უალტერნატივო მომავალს და განვითარების პერსპექტივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის წევრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან.

ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, გამოვხატავთ ქართველი ხალხის საუკუნოვან და ურყევ არჩევანს!

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთსულოვნება!�არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან.

ამ კრიზისიდან, რომელიც რეჟიმის მიერ შეგნებულადაა შექმნილი, არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი – ახალი, თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...