კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად...

“ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად ვმუშაობდით ძალიან ამბიციურ სერიალზე — Seven Summits: A Journey of Transformation” – დავით ვაშაძე

დავით ვაშაძე ამბიციური პროექტის, სერიალ “Seven Summits: A Journey of Transformation“-ის შესახებ საუბრობს, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ამჟამად პატიმრობაში მყოფ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს:

🎥 ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად ვმუშაობდით ძალიან ამბიციურ სერიალზე — Seven Summits: A Journey of Transformation.
ეს თითქმის 2 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებში ანდრო, როგორც არაპროფესიონალი მთამსვლელი, უნდა ავიდეს მსოფლიოს შვიდივე კონტინენტის უმაღლეს მწვერვალს — ევერესტის ჩათვლით.

🌍 სერიალის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის მენტალური ჯანმრთელობის კრიზისის დაძლევა — ტრავმა, რომელიც ანდრომ მიიღო “შინდისის” გადაღებისას აფეთქების სცენის დროს.

🎬 პროექტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
პილოტი სერიის — კილიმანჯაროს ეპიზოდის — გადაღება დაგეგმილი გვქონდა იანვარში. თუმცა, დეკემბრის დასაწყისში ანდრო დააკავეს, და მას შემდეგ უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

⚡ ჩვენ არ გავჩერებულვართ. პროექტზე მუშაობა მთელმა გუნდმა გააგრძელა.

📽️ გიზიარებთ პროექტის ქონსეფთ თიზერს, რომელიც შეიქმნა AI-ის გამოყენებით — მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტის, დავით გარუჩავას მიერ, რომელიც დღეს ჰოლივუდის წამყვან კომპანიაში მუშაობს.
ეს მხოლოდ კონცეფტუალური თიზერია და ასახავს სერიალის ფორმასა და სტილისტიკას და გამოიყენება საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმებთან მოლაპარაკებებისთვის.

გვჯერა, რომ ანდრო მალე გათავისუფლდება და ფილმის გადაღებას დავიწყებთ!

განსაკუთრებული მადლობა ქეთათო ჩარკვიანს, მუსიკის გამოყენების უფლებისთვის“, – წერს დავით ვაშაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...