კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყანაში, ერთხელ...

“ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიან წესრიგს დაამყარებს” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით და კონკრეტულ დაპირებებს აძლევს მხარდამჭერებს, საზოგადოებას:

,,გპირდებით, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ევროპელებსაც და ამერიკელებსაც დაელაპარაკება, ასევე, რუსეთთან ლაპარაკის შესაძლებლობა ექნება.

ოღონდ ისე კი არა, ესენი ბოდიშის მოხდით რომ იწყებენ ლაპარაკს. მაშინ, როდესაც არაფერი არ დაგიშავებია – შენ ხარ ოკუპირებული, შენ წაგართვეს ტერიტორიები, შენ მოგიწყეს ეთნიკური წმენდა და ბოდიშით იწყებ, თან არ ხსნი კაცო, ბოდიშს ვის უხდი ან რატო?!

მერე გამოდიხარ და სოხუმის დაცემის დღეს შენ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას. მერე ამბობ, რომ ,,აი, ჩვენ ომი დავიწყეთო, ამიტომ გვიპასუხა რუსეთმაო“. აი, ეს არის ღალატი. ეს არის შენი ქვეყნის და ხალხში ღალატი.

ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიან წესრიგს დაამყარებს. კორუფცია იქნება ერთხელ და სამუდამოდ განადგურებული ამ ქვეყანაში. ყველამ, ვინც ხალხის ფული მოიპარა, კანონის შესაბამისად, ამ ფულს ნებას იბოძებს და მოიტანს უკან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...