ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ალტინფოს საპირწონე საქციელი იყო გუშინდელი სრულიად სამარცხვინო საქციელი,...

“ალტინფოს საპირწონე საქციელი იყო გუშინდელი სრულიად სამარცხვინო საქციელი, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მიმართ…” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარშის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მარშის მონაწილე ზოგიერთი პიროვნება დაუპირისპირდა:

ფსევდო ყველაფერი სამარცხვინოა, ფსევდო ლიბერალიზმის ფონზე მოვიდა ფსევდო კონსერვატორიზმი, რაც იგივე ფუნდამენტალიზმი…

“ალტინფოს” საპირწონე საქციელი იყო გუშინდელი სრულიად სამარცხვინო საქციელი, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა (ათასობით მომხრეს) მიმართ… სწორედ ამ უკიდურესი ვითომ “ლიბერალებით” უმაგრებთ ზურგს ფუნდამენტალისტებს, “ეს საქციელი”, ზუსტად იგივე ფუნდამენტალიზმია, ამ ტიპის აზროვნება კატასტროფაა და ამიტომაც არ ვითარდება სწორად და ფერხდება პროცესი ოპოზიციაში.

არადემოკრატიული, თავს მოხვეული ძალადობრივი “ფსევდო ლიბერალური” (სინამდვილეში შეხება არ აქვს ნამდვილ ილიას ლიბერალიზმთან) ორმაგი სტანდარტია, რომელიც ანადგურებს დემოკრატიულ პროცესს ოპოზიციაში აშინებს ბევრს. ზუსტად ამით იმარჯვებს და სარგებლობს ეს რუსეთის მოტრფიალე და მოსამსახურე ხელისუფლება და ამით ქვეყანა ზიანდება!!

ევროკავშირის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ, ქართველი ხალხის მხარდასაჭერ რეზოლუციას ზუსტად ისევე უგულვებელჰყოფენ ასეთი საქციელით ფსევდო ლიბერალური თავდასხმით, როგორც ი.კობახიძე. სწორედ ულტრა ფსევდო ლიბერალიზმს მოაქვს, ულტრა ფსევდო კონსერვატორიზმი – ფუნდამენტალიზმი – ორივე საზიზღრობაა კატასტროფაა, სიმდაბლეა.

მთელს მსოფლიოში ასე მოხდა… აქაც იგივე პროცესია!!!

ფსევდო ლიბერალიზმს მოაქვს ფუნდამენტალიზმი და ერთმანეთს ასაზრდოებენ…
ფრთხილად , ორივე ახლოს არის ფაშიზმთან!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...