საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი:
“მოკლედ, ჩემი ინფორმაციით, რუსქოცებმა სწრაფი ტემპებით დაიწყეს “წმენდა” საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, სამსახურიდან უშვებენ პროევროპულ პეტიციაზე ხელმომწერე პირებს სულ 241 (თავიდან 247 იყო და დაშინების შედეგად 6-ს ხელმოწერა უკან წააღებინეს) დიპლომატს.
ამას აკეთებენ ძალიან მარტივად და ბანალურად: მაგალითად, საერთოდ გააუქმეს იმათი შტატები (დაახლოებით 130 შტატი) სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ საელჩოებში, ვინც ხელი მოაწერა ზემოხსენებულ პეტიციას.
სავარაუდოდ, იგივეს იზამენ ცენტრშიც (უშუალოდ სამინისტროში).
ასევე სამსახურიდან გაყრიან იმათაც, ვინც ხელი არ მოაწერა პეტიციას, მაგრამ არ არიან პარტიული ქოცები (პარტიულებით გაავსეს სამინისტრო ბოლო წლებში). მათ იმედი ახლა აქვთ, რომ სიჩუმით სამსახურებს “შეინარჩუნებენ”, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”.
რეალობაში, შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, აუქმებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მათი გადმოსახედიდან, რუსეთის გუბერნიას საგარეო საქმეთა სამინისტრო არ სჭირდება და ზედმეტი თავის ტკივილია.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურში ის ცნობილი პეტიცია სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადდა პირველად და ყველაზე მეტი ხელმომწერიც ამ უწყებაში ჰყავს.
ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ!
ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – წერს ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.