სამშაბათი, მაისი 6, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!" -...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე, საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ქალთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე და საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურაღებას:

,,მოგესალმებით, ჩემი გამოსვლა იქნება განსხვავებული იმიტომ, რომ დღეს გამთენისას ჩამოვფრინდი კიევიდან და მინდა გადმოგცეთ უკრაინელი ხალხის, მათი საზოგადოების განწყობა, რომ უკრაინა ცოცხალია, იბრძვის და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

აუცილებლად მინდოდა ეს მეთქვა თქვენთვის. იმიტომ, რომ ყველას გვესმის, რომ ჩვენ ვართ საერთო ბრძოლაში, ჩვენ ვართ იმ ბრძოლაში, როდესაც ოკუპანტი რეჟიმი გვართმევს თავისუფლებას და რუსული რეჟიმის პირობებში გვიწევს დაუღალავი ბრძოლა.

რა გვაერთიანებს და რა არის ჩვენი ბრძოლის საერთო მიზანი? რატომ ვერ დაგვღალა რუსულმა რეჟიმმა? 3 მთავარი რამ: ცამდე მართლები ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვაქვს ერთიანობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკრაინელებმა ზუსტად იციან ვინ არის მტერი.

სამწუხაროდ, საქართველოში რუსული ხელისუფლება, რომელიც თავზე წამოგვასხდა გვეუბნება, რომ პროპაგანდით, დეზინფორმაციით უნდა კვებონ საქართველოს მოქალაქეები და აურიონ – ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე.

ამიტომ ჩვენი ბრძოლაც, სამართლიანი ბრძოლა – სასამართლოში იქნება, ევროპული მომავლისთვის იქნება თუ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის იქნება, არის საერთო მიზანი.

მე მინდა გვესმოდეს და მათაც გადავეცი, რომ ყოველ დღე 158 ღამეა რუსთაველის გამზირზე, ისევე ისმის შეძახილები – სლავა უკრაინი, როგორც საქართველოს გამარჯვებისთვის ვიბრძვით და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს იმიტომ, რომ სამართალი აუცილებლად მოვა. რუსულმა რეჟიმმა, კრემლმა დიდხანს ეცადა საქართველოს და უკრაინის გამორჩილება, დიდხანს ვიწვნიეთ ოკუპაციის, ჟლეტის, ხოცვის ბევრი ფაქტი და მე ვუთხარი, რომ ჩვენ ეს გამოვცადეთ მანამდე, ვიდრე რუსეთის შეიჭრებოდა უკრაინაში.

მათ ასევე ვუთხარი, რომ საქართველო და ქართველი, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან ერთად და არც აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება და რუსული რეჟიმი მათ გვერდით დადგება, იბრძვის ბოლომდე, იბრძვის დაუღალავად და იბრძვის გამარჯვებისთვის!

ბოლომდე! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ევროინტეგრაციის გზაზე!

მადლობა თქვენ მშობლებო! ასეთი შვილების აღზრდისთვის, რომლებიც გმირებად უნდა იყვნენ შერაცხული და არა უსამართლო სასამართლოს მიერ დასჯილები. ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...