სამშაბათი, ივნისი 24, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიComCom-მა "ბი ემ ჯი" ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის...

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. 2025 წლის მარტში, ComCom-მა ჩაატარა არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, რის შედეგადაც, გამოვლინდა პროდუქტის განთავსების წესის დარღვევა. კერძოდ, შპს „ბი ემ ჯი“-ს პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ ეს მკაფიოდ არ იყო იდენტიფიცირებული და მაუწყებელმა არ მოახდინა მაყურებლის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სახის კომერციული კომუნიკაცია გადიოდა ეთერში. გარდა ამისა, პროგრამაში პროდუქტის განთავსებამ გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა.

ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ბი ემ ჯი“-ს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

შეგახსენებთ, რომ პროდუქტის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. ამასთან, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის განთავსებისას მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები, რათა ერთი მხრივ, არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა – ComCom-ის “მედიასკოლის სტუდიაში” რეგისტრაცია სრულდება – კომუნიკაციების კომისია

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ განაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური...

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ – მედიაგარემო გაჯანსაღდეს” –...

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...