ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზნებთან დაკავშირებით:

,,უკანონო, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, ეს ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება ან ჩემი განადგურება. ეს არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა და ამას ახორციელებენ.

ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში, ასეთი საფრთხე საქართველოს არ ჰქონია საუკუნეების განმავლობაში.

რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, მე ჩემს ადგილს საქართველოს ისტორიაში ვერ წამართმევთ და ისტორია, მე, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა ვერავინ ვერ შემომწვდება.

თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გამანადგუროთ და ამას ახორციელებთ კიდეც, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აქციის ორგანიზატორების ვალია ამ ქვეყნის ისტორიის წინაშე, ვიცოდეთ რა მოხდა სინამდვილეში და ვის გამო...

4 ოქტომბრის მოვლენების შედეგად დამდგარ რეალობაზე საუბრობს და ორგანიზატორებისგან...

“ორი რამ მაძლიერებს და მაძლებინებს ამ მძიმე ბრძოლაში ყველაზე მეტად” – მარიკა არევაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მარიკა არევაძე პირად განცდებზე საუბრობს...

“ერთი უკრაინა დაამხეს 3 დღეში რუსებმა და მეორე 20 იანვრამდე ვერ უნდა მიეღწია პროტესტს...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს კონკრეტულ მოლოდინებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

“ტიპს კანტი, ჰეგელი და დეკარტი ფეხბურთელები ჰგონია, ალბათ და უცებ ეს ათქმევინეს, რომ ყველას...

მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას, კულტურის მუშაკებთან შეხვედრისა და დაჯილდოებისას,...