spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო...

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა?” – გიორგი ვაშაძე

ჭიათურაში მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას იქ მომუშავე პერსონალის პროტესტი მოჰყვა და უკვე რამდენიმე დღეა კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ მმართველ გუნდს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

მაღაროში და საქმებული ადამიანების ნაცვლად 286 მილიონი ივანიშვილის “ქართუში” გადაირიცხა, რაც არის ხალხის პირდაპირი ძარცვა უღმერთოდ, ღიად და დაუფარავად.

მთელი საქართველო უყურებს, როგორ ითხოვენ ჭიათურაში მაღაროელები ადამიანურ პირობებს, სამართლიან ხელფასს, უსაფრთხოებას და შრომის უფლებების დაცვას. ეს არ არის პროტესტის პირველი დღე, ეს წლებია გრძელდება მაგრამ რეჟიმს არც ესმის და არც აღელვებს ჭიათურელი ხალხის ბედი.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა? ამ სიღარიბის და მძიმე სოციალური პირობების ფონზე რა ნამუსით მიგაქვს ხალხის და მაღაროელების კუთვნილი 286 მილიონი?

წლებია ვიცნობ ამ პრობლემას, არაერთხელ ადგილზეც ჩავედი, პარლამენტშიც არაერთხელ დამიყენებია ეს საკითხი ე.წ. მთავრობის წინაშე, მაგრამ ფაქტი ერთია, სანამ ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ეს პრობლემა არ მოგვარდება და სამწუხაროდ ხალხის ძარცვა არ დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეზიზღებათ “ვეფხისტყაოსანი”, რადგან რუსთველი ყველაფერი იმის საწინააღმდეგოა, რასაც “ქართული ოცნება” განასახიერებს” – გია ჯაფარიძე

რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს - "ვეფხისტყაოსანი", საზოგადოების არაერთგვაროვანი...

“ნუ თვალთმაქცობენ მღვდლები – პატრიარქის არჩევა უფლის ნება კი არ იქნება, არამედ მათი ნება....

ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით მღვდელმთავრების მიერ გაკეთებულ განმარტებებს კონკრეტული...

“ჯანმრთელობაშელახულიც ბოლომდე ცდილობდა თავის ფეხით შესულიყო ტაძარში და დაელოცა მრევლი…” – არჩილ გამზარდია ილია...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...