სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება" -...

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება” – გიორგი ბარამიძე

მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, არ აღიარებს არავინ. აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პოლიტიკური იზოლაცია უნდა გაგრძელდეს და ამავდროულად უნდა გაგრძელდეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით მმართველი პარტია დანაშაულს სჩადის ქართველი ხალხის წინაშე და ეს უნდა გააცნობიერონ:

მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, არც პრეზიდენტია ლეგიტიმური, არც პარლამენტი და არც მთავრობა, არ აღიარებს არავინ.

აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პოლიტიკური იზოლაცია უნდა გაგრძელდეს და ამავდროულად უნდა გაგრძელდეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. “რუსული ოცნება” არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან და ღიად უპირისპირდებიან ჩვენს ნამდვილ მეგობრებს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკას და რომ არა მათი მხარდაჭერა, ეს ტერიტორიები რუსეთის მხრიდან უკვე დიდი ხნის ოკუპირებული იქნებოდა.

ასე რომ ამ მოღალატეთა რეჟიმის მხრიდან რა განცხადებებიც კეთდება, რაც მოდის ევროკავშირიდან, ეს მათ უნდა კითხოთ, თვითონ უნდა დაფიქრდნენ რას აკეთებენ, უნდათ მუქარად მიიღონ, უნდათ გაფრთხილებად მიიღონ. პირველყოვლისა უნდა მოუსმინონ ქართველ ხალხს, უნდა ჩაიხედონ საქართველოს კონსტიტუციაში და გააცნობიერონ, რომ ძალიან დიდ დანაშაულს სჩადიან ქართველი ხალხის წინაშე და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ამ პარანოიკებს ჰგონიათ, როგორც კი ენჯეოს დავარეგისტრირებ, დიფ სთეითის ფულები ჩამერიცხება ჩხრიალით თუ რა...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირების...

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...