ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები...

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა. სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი შანტაჟის ენით ესაუბრება ხელისუფლებას, საქართველოს ინტერესები არ დაიმთობა.

მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ გაზულუქებულ, კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც შანტაჟის ენით ესაუბრებიან ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. გინდ ევროინტეგრაციის საკითხით გვაშანტაჟონ, გინდაც პირადად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ მსგავსი რეზოლუცია ბევრი გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის თემით, ახლა კი, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების საკითხს იყენებენ.

თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს, რა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული. დარწმუნდებიან, რომ მოწინავე ქვეყანა ვართ. წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი ჩვენზე ადრე მოიპოვეს. აქ სხვა მოცემულობაა – საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ. ევროპელი ბიუროკრატები, რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად, დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა. სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული