კვირა, ივნისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და...

“ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და გადატრიალება მოაწყონ” – კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

მე რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმნა პატრიოტულ თემაზე, არცერთი ორგანიზაცია არ დამაფინანსებს, რადგან ეს მათთვის საინტერესო მიმართულება არ არის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გასცა საფრანგეთის საელჩომ გრანტი კონკურსის გარეშე, კახა კალაძე პასუხობს, რომ გრანტის საკითხი შეიძლება კარგად შეფუთონ, მაგრამ ზუსტად იციან რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხები.

რა კონკურსებზე საუბრობთ? ან ვინ უნდა ჩაატაროს? ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ილუზიებიდან გამოხვიდეთ. პირობითად მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ რომ შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიმართულება იქნება პატრიოტული თემები, ტრადიციები, კულტურა, ცნობადობის ამაღლება ამ მიმართულებით, შემდეგ მივიდე რომელიმე ორგანიზაციასთან გრანტის მისაღებად, ვერცერთ თეთრს ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ ეს არის მიმართულება და თემა, რომელიც საერთოდ არ აინტერესებთ. პირიქით, ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ დაპირისპირება გაღვივდეს, ექსტრემისტული ორგანიზაციები გაძლიერდნენ, საპატრიარქოს და სარწმუნოების წინააღმდეგ წავიდნენ, სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყონ ხელი.

შესაბამისად, გრანტის საკითხი შეიძლება კარგად შეფუთონ, კონკურსი დაარქვან, მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის უნდა მისცენ თანხები და რაში უნდა დაიხარჯოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრერსცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო...

“გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე” – კახა კალაძე

თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და...

“ეს ჩანს აქედან/ჩემგან” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებები საპატიმროდან

საპატიმროდან მორიგ წერილს აგზავნის "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“არც მაშინ იყო მაღალი ლეგიტიმაციით და არც ახლაა!” – ელისო კილაძე კახა კალაძეზე

კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით თავის პოზიციას აფიქსირებს "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...