ორშაბათი, ივნისი 23, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთ და ძალიან კარგად...

“თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთ და ძალიან კარგად მესმის როცა ამბობთ, რომ მისი თავისუფლება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა თქვენთვის🫂❤️” – ნანუკა ჟორჟოლიანი ლიკა გუნცაძეს მიმართავს

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პატიმარ ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით, მიმართავს მის დედას – ლიკა გუნცაძეს და აცხადებს, რომ სურს ანდროსნაირი იყოს მისი შვილი, საბაც:

მგონი ანდროს ფოტო, ვიდეო არც კი გამიზიარებია. იმდენი გამზიარებელი და გულშემატკივარი ჰყავს, ვფიქრობდი ჩემი პლატფორმის სხვებისთვის დათმობა უფრო სწორი იქნებოდა.

არადა სულ მინდოდა თქვენთვის მეთქვა ლიკა გუნცაძე.

ზუსტად ის თვისებები მინდა საბაში დავინახო, რასაც პატიმარ ანდროში ვხედავ.

უსამართლოდ საკანში რომ ხარ გამოკეტილი, რთულია ისევ სხვებზე ზრუნავდე. ცდილობდე სხვა პატიმრებზე მეტი ფოკუსი იყოს, არ გადაფარო რომელიმე მხოლოდ იმიტომ რომ შენ უფრო გიცნობენ.

სხვებზე ზრუნვის დეტალი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ორ პატიმარზე მთხოვა რაღაც, ძალიან პირადი, ვერ დავწერ, ჩათვალა იმათ მოერიდებოდათ.

როგორ არ გაბოროტდა.

როგორ ცდილობს ადამიანი არ დაკარგოს საკუთარ თავში და ირაკლი კობახიძეზე საუბარშიც კი დარჩეს ანდროდ. ბრაზი არ მოერიოს.

თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთ და ძალიან კარგად მესმის როცა ამბობთ, რომ მისი თავისუფლება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა თქვენთვის.
🫂❤️“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე და იქვე ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...