spot_img
მთავარისხვადასხვა"ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა, ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუშვა, დააბრუნა, ამიტომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტიაც რომ მოისხას არ გამიკვირდება”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

ეს არის თავის გადარჩენის და იმ ქონების გადარჩენის მცდელობა, რაც მოიპარა იმ წლების მანძილზე, როდესაც იყო “ქართული ოცნების” სახე და ასევე მისი ოჯახის წევრების გადარჩენის სურვილი, რომ შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკაში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება და ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი.

ამ ადამიანს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა, ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუშვა, დააბრუნა, ამიტომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტიაც რომ მოისხას, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა რუსულო პარტიის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით უკავშირდება მისი და მისი ოჯახის წევრების გადარჩენა იმ სასანქციო პოლიტიკიდან, რომელიც არა თუ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტია აშშ-ში და ეს იყო მისი მცდელობა დაეტოვებინა შანსი თავისი შვილებისთვის, რომ ჰქონდეთ არა მხოლოდ სწავლის უფლება, არამედ ქვეყანაში შესვლის უფლებაც”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...