25 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.
აპრილი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში იყო სერიოზულიც, თუმცა თვის შუა რიცხვებიდან გამოიკვეთა გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნები, ასევე გარკვეული რყევებით.
აშშ დოლართან მიმართებაში აპრილში სახეზეა სტაბილური გამყარების დინამიკა, მცირეოდენი რყევებით, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად კი განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
23 აპრილი – 2.7500;
24 აპრილი – 2.7496;
25 აპრილი – 2.7492.
2 კვირიანი გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, 0.0004 ლარით და 1 აშშ დოლარი 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 2.7496 ლარი ეღირება.
აპრილი, ევროსთან მიმართებაში, ლარის რყევებით დაიწყო, რაც გაუფასურების მიმართულებით თვის შუა რიცხვებამდე გაგრძელა, თვის მეორე ნახევარში კი, გარკვეული რყევებით, ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
23 აპრილი – 3.1614;
24 აპრილი – 3.1300;
25 აპრილი – 3.1224.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0076 ლარით და 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1224 ლარი ეღირება.
აპრილში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები, საგრძნობი გაუფასურებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში უმრავლეს შემთხვევაში ლარის გამყარდა და შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც ძალაში იქნება 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6597 ლარი (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0716 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6579 (გამყარდა 0.0014 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6170 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0267 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3156 ლარი (გამყარდა 0.0172 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7729 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2178 ლარი (გამყარდა 0.0064 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5786 ლარი (გაუფასურდა 0.0441 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9178 ლარი (გამყარდა 0.0127 ლარით).
მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი ლარის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, 8 აპრილიდან კი სახეზე იყო ეროვნული ვალუტის დინამიური გაუფასურება, რაც კონკრეტულ ნიშნულზე დასტაბილურდა თუმცა კი გარკვეული რყევებით. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
23 აპრილი – 3.3905;
24 აპრილი – 3.3338;
25 აპრილი – 3.3092.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0209 ლარით და 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3301 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი