შაბათი, სექტემბერი 27, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი და...

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება:

მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები.

დღემდე, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო საქართველოს გასაძლიერებლად.

2011 წლის ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მე მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი და 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე წილად მხვდა პატივი, ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად, აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის.

მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში სხვადასხვა დროს ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს.

მე ნამდვილად მეამაყება, რომ, სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ჩემი საქმიანობის პერიოდში, თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ – სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება, გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ყოველთვის, ყველა თანამდებობიდან, ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

დღეს “ქართული ოცნება” საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან, ძლიერ პოლიტიკურ ძალად და, ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა, ქვეყანა გადაარჩინა და, ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.

ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და, ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თვითონ ქოცები ამბობდნენ, რომ ჯუანშერი მათ შორის ყველაზე წესიერი კაცი იყო…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებას" კონკრეტულ პოზიციას შეახსენებს, თავდაცვის...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

“დატოვეთ პარტია “ლელო”, ვისაც შეგრჩათ კეთილსინდისიერება…” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი "ლელოს" წევრებს...

“ოპოზიცია რადარებიდან გაქრა და ის მხარდამჭერებიც დაკარგა, ვინც ჰყავდა” – კახა კალაძე

„4 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“მხდალობა და ლაჩრობა ჩვენი სტილი არ ყოფილა! არ არის და არც იქნება!!!” – მარიამ...

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, აქტიურ პროტესტში მონაწილეობის გაგრძელების პირობას...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...