კვირა, ივნისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ...

“მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – გელა ხასაია

აქტივისტ, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 16 აპრილს მიუსაჯეს. მას ბრალი პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენეს. გელა ხასაია წერილს ზაჰესის იზოლატორიდან წერს:

,,წერილი ზაჰესის იზოლატორიდან:

ვისაც მართლა გწამთ და გჯერათ, იმ ადამიანებს გილოცავთ!

რაღაც მივჯღაბნე და მინდა გაგიზიაროთ, თუ დაგაინტერესებთ.

სასამართლოს დაწყებამდეც ვგრძნობდი, რომ ჩამსვამდნენ, ამისთვის დილიდანვე ვემზადებოდი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, უფრო მეტ დღეს მომისჯიდნენ. მოსამართლეზე არ გავბრაზებულვარ, წინასწარ ხომ ვიცოდი, რომ ის მოსამართლე კი არა, ჩვეულებრივი მონა იყო. გავბრაზდი შსს-ს იმ გოგოზე, განა იმიტომ, რომ მისგან სამართლიანობას ველოდი?! არა, უბრალოდ გამაბრაზა იმან, რომ ბედნიერებას განიცდიდა ჩემი ციხეში გამოკეტვით.

მთელი პროცესი ნიშნისმოგებით მიყურებდა და ამაზრზენად იცინოდა, არც კი მალავდა, რომ უდიდეს სიამოვნებას გრძნობდა თითქმის მისი თანატოლის უსამართლოდ ციხეში გაშვებით. ეს ქალი არის ძალაუფლებისგან ბოროტი, ბედნიერი და ყველაფერზე წამსვლელი.

ყველაზე უინტელექტო ქალია ნინო წილოსანის შემდეგ. მარტივად რომ მიგახვედროთ, ის გოგოა, ტიკტოკზე გაპრანჭვის ვიდეოებს რომ დებს და “მიაგის” სიმღერებს ადებს, რასაც მაღლა უბრძანებენ ყველაფერს გააკეთებს, მორალისა და სამართლისგან დაცლილი.

აქ, საკანში, მეგონა რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ არა, მე როგორ მივცე საკუთარ თავს წუწუნის უფლება მაშინ, როცა ჩემი მეგობრები დღეებსაც ვერ ითვლიან. არ იციან რამდენ ხანში დატოვებენ ციხეს. მე ვიცი მაინც, რომ 12 დღეში (უკვე 6-ში) გარეთ ვიქნები.

აქ სულ საბაზე, გიორგიზე, ირაკლიზე და ყველა რეჟიმის ტყვეობაში მყოფ მეგობარზე მეფიქრება. ყველას მეგობრად ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მე საერთოდ არ მიცნობს – მე კი ვიცნობ მათ და ეგეთი მეგობრები მინდა მყავდეს – სიმართლისთვის მებრძოლი, იდეის ერთგული და გაუტეხელი მეგობრები.

საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა. ახლა კიდევ უფრო მეტის გაკეთება მინდა, რომ ეს ხალხი, რაც შეიძლება მალე დავიხსნათ ტყვეობიდან.

შსს-მ ჩემი პატიმრობის მიზნად განაცხადა, “ჭკუას ისწავლის და გაჩერდებაო”. ჭკუა ნამდვილად ნასწავლი მქონდა მანამდეც, მაგრამ, ახლა უფრო მძაფრად მაქვს ბრძოლის სურვილი, რადგან პატიმრებს ისე ვჭირდებით, როგორც არავის სხვას. გაჩერება კი არა, ტემპს უნდა მოვუმატოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ხვალ და ზეგ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

პ.ს. 26-მდე რუსთაველზე ჩამანაცვლეთ!

ამ “მორწმუნეებმა” დედაჩემთან დარეკვის უფლება არ მომცეს, მილოცვაც პრობლემა გახდა. ერთი კვირა დაიცადე და მერე დაგარეკინებთო. ალბათ, დედაჩემს უნდა ვთხოვო, რომ ერთი კვირის მერე დადგეს მისთვის ეს დღესასწაული, რომ შევძლო მილოცვა.

წერილი დაწერილია 20 აპრილს”, – წერს გელა ხასაია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” –...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...