“კობახიძის განცხადებები არის ტესტი რისი ატანა შეუძლია საქართველოს, რუსები გვტესტავენ ამ კაცის ხელით. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე გარე ძალის მიერ ყოფილა მოკლული გიორგი ანწუხელიძე. კი, გარე ძალის, რუსეთის ფედერაციის, პუტინის, იმ ძალის მიერ არის მოკლული, რომელიც არის კობახიძის უფროსი”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ
“ლევან სანიკიძის განცხადებით – “ირაკლი კობახიძე ცდის არამხოლოდ ჩვენს თავმოყვარეობას, არამედ პერსონალურ თავმოყვარეობას, რადგან მათი განცხადებები არის ტესტი რისი ატანა შეუძლია საქართველოს, რუსები გვტესტავენ ამ კაცის ხელით. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე გარე ძალის მიერ ყოფილა მოკლული. კი, გარე ძალის, რუსეთის ფედერაციის, პუტინის, იმ ძალის მიერ არის მოკლული, რომელიც არის კობახიძის უფროსი. სამარცხვინოა, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საუბრობს საქართველოს მსახურებაზე არის სირცხვილი, გიორგი ანწუხელიძე რომ არის მკვდარი და ესენი რომ მართავენ ქვეყანას არის სირცხვილი.
9 აპრილი თურმე არა თუ რუსეთმა, არამედ გარე ძალებმა, უკრაინელებმა და ჩვენს ბალტიელ მეგობრებს მოუწყვიათ, ეს არის “ქართული ოცნება” – ისტორიის ამოყირავება.
ესენი არიან სახელმწიფო მოქალაქეთა დაჯგუფება, რომელსაც საერთოდ არანაირი სინდისი არ გააჩნია და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ ეს ქვეყანა გადაჩეხოს, გაანადგუროს და უკადრებელი აკადროს, რადგან ამ ქვეყანაში თუ არსებობს სახელი და გვარი, რომელსაც არ უნდა შეეხო, ერთ-ერთი გამონაკლისია გიორგი ანწუხელიძე. ეს ადამიანები კი ხელახლა იმეორებენ წამების აქტს ჩვენი ეროვნული გმირის, ყოველდღიურად შეურაცხყოფენ, ეს არის რუსეთის დავალება, რომ კი, შეეხონ გიორგი ანწუხელიძეს, რადგან ამით ეხებიან საქართველოს”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს