ორშაბათი, ივნისი 23, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხი არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც...

“ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხი არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება იყო” – კახა კალაძე

საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხის წამოწევა არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი იყო. ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ცალკეული ბიუროკრატების მიდგომებისგან, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილნი.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს. შანტაჟის მექანიზმია სანქციები როგორც პიროვნულ დონეზე, ისე ქვეყანასთან მიმართებაში, საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ და სხვა ბევრი ელემენტი. ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ბიუროკრატებისგან, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან ბრიუსელში, ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ.

ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე და სხვა ძირითად მიმართულებაზე, თუმცა, დღეს, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ამ ბიუროკრატების ქმედებები და მესიჯები, რომლებსაც დღეს ვისმენთ, არანაირად არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში. ეს ჩვეულებრივი შანტაჟის ელემენტებია. ამ ტიპის დამოკიდებულება არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ევროპული მომავალი საქართველოსთვის საინტერესოა, იმიტომ რომ იქ არის მრავალფეროვნება და არა საბჭოური მმართველობის მეთოდები.

თუ მათ საბჭოთა კავშირის მსგავსად უნდათ მმართველობა, როდესაც ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო და ერთი ცენტრიდან იმართებოდა ყველაფერი, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელია ეს მბრძანებლური ტონიც. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ იმ ბიუროკრატებს, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილი და ვინც ებრძვის საქართველოს. ჩვენ ვხედავთ ისეთი შანტაჟის მექანიზმებს, როგორიც, მაგალითისთვის, იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მე მახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი ყოვლად უსამართლოდ არ მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას, მაშინ აქ წარმოდგენილი აგენტურა საუბრობდა, თითქოს საქართველომ მილიარდობით ევრო დაკარგა. დღეს ვსვამ მარტივ კითხვას – სად არის დღეს ეს მილიარდობით ევროს გრანტები?“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნისთვის და მოუწოდებს ევროსტრუქტურებს გახსნან ეს მოლაპარაკებები.

დღეს, იგივე საუბარია მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხზე, რაზეც სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ. გაცილებით წინ ვართ ყველა პარამეტრით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისზეც ისინი საუბრობენ. გახსნან მოლაპარაკება, მზად ვართ ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ და ხაზი გაუსვა, რომ არცერთ ბიუროკრატს ევროპიდან არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხს და საქართველოს ზემოდან უყუროს და დავალებები გასცეს.

ისინი არ არიან ჩვენი უფროსები, ჩვენ გვინდა პარტნიორები და მეგობრები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს” – ზურაბ...

მორიგი წერილი გამოგზავნა საპატიმროდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სადაც კონკრეტული...

“გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დაჭერის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...