შაბათი, აპრილი 20, 2024

ადამიანების სიცოცხლესთან კომპრომისი არ იქნება და თუ საჭირო გახდება ღონისძიებებს გავამკაცრებთ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავიუსით გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით არანაირი კომპრომისი არ იქნება და თუ საჭირო გახდა ღონისძიებებს კიდევ უფრო გაამკაცრებენ.

სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევამ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე ეს არ არის ვიღაცის სურვილი, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება. შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება თუ გახდება საჭირო, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ.

მე, რა თქმა უნდა, მწუხარება მინდა გამოვთქვა, მივუსამძიმრო პირველ რიგში ოჯახს და მის ახლობლებს. მინდა მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებსაც, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული