ორშაბათი, ივნისი 23, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება გავიფორმოთ!” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მმართველი პარტიის დამარცხება და რა გეგმა უნდა ჰქონდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს:

,,ცოტა ვრცელი პოსტის დაწერა მიწევს, იმედია არ დაიზარებთ და წაიკითხავთ.

რუსული რეჟიმი ახლა მასიურ პროპაგანდისტულ შტურმს ახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ. მათი მეთოდი მარტივია, იმდენად დიდ ტყუილებს გვაყრიან და თანაც იმხელა რაოდენობით, რომ ადამიანებს უჭირთ ანალიზის გაკეთება, ჭირს ტყუილის სიმართლისგან გარჩევა და ამ სიცრუის კორიანტელში სიმართლე იკარგება.

ქოცის მიზანი მარტივია, ცდილობენ სულიერად გაგვტეხონ და ბრძოლის სურვილი დაგვაკარგინონ. მარტივად რომ ვთქვათ, ქოცი ცდილობს დანებება გვაიძულოს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ოპოზიციურ ველზე ვერ შემდგარი ერთიანობა, დაქსაქსულობა და შიდა დაპირისპირება. რუსული რეჟიმი ერთიანია, უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსია რეჟიმის ხელში და ამ ყველაფერს ბიძინა ყოველდღიურად იყენებს ჩვენს წინააღმდეგ შტურმის განსახორციელებლად. ამ ყველაფერს კი ერთიანობას ვერ ვუპირისპირებთ, საერთო მესიჯიც ვერ ყალიბდება ჩვენს ფლანგზე.

შესაბამისად, ოპოზიციურ ტელევიზიებსაც უწევთ ქოცების ნასროლი მოწამლული მესიჯების წამოწევა და ამაზე პასუხების გაცემა, რაც რეალურად ამ მესიჯის ხალხთან მიტანას კიდევ უფრო უწყობს ხელს, კონტრმესიჯები და კონტრპროპაგანდა კი საერთოდ არ არსებობს ერთიანობის არარსებობის გამო!

დაქსაქსულობით ქოცი კარგად სარგებლობს და ბევრს ხაფანგს გვიგებს, მაგალითად, ასეთი ხაფანგია წულუკიანის კომისია, ასეთივე ხაფანგია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ერთიანობის არ არსებობის გამო ზოგიერთი ებმევა ამ ხაფანგებში და მერე გვიწევს ხაფანგში გაბმული ხალხის ლანძღვა და კრიტიკა, რაც ასევე ქოცს ეხმარება გაძლიერებაში, ჩვენ კი გვასუსტებს.

ერთი სიტყვით, ამ წუთას ქოცი საინფორმაციო და ჰიბრიდულ ბრძოლას გვიგებს. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს, ყველამ უარი უნდა თქვას თავის პირად, ვიწროპარტიულ ინტერესებზე, ყველა უნდა შეეშვას საბნის თავისკენ გადაქაჩვას და რეალური ერთიანობა უნდა ჩამოყალიბდეს!

მინიმუმ საერთო მესიჯებზე მაინც უნდა შევთანხმდეთ. ვინც უარს იტყვის ამ ერთიანობაზე, გვეცოდინება, რომ ის არის ქოცი! სხვა ყველა შემთხვევაში წავაგებთ ამ ბრძოლას, მხოლოდ გულანთებული, პატრიოტი აქტივისტების ქუჩაში ყოველდღიური დგომა ვერ იქნება გამარჯვებისთვის საკმარისი! დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება გავიფორმოთ! დიდება და გამარჯვება საქართველოს! ✊🇬🇪🇪🇺”, – წერს ლაშა დიაროვი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო...

“გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე” – კახა კალაძე

თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და...

“ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

კახა კალაძე ოპოზიციას: “ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ”

„მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ...

“მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – შალვა პაპუაშვილი

„დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე,...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...

“მე მგონი ქოცს, საერთოდ არ სჭირდება არანაირი გამაძლიერებელი ზედსართავი” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა მორიგ მძიმე შეფასებებს...

24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე...

ინფორმაცია 24 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ: 🌦 24 მაისამდე...